აშშ-ის კონგრესის შენობა

აშშ-ში არჩევნების შედეგები უნდა გადაიხედოს: 100-ზე მეტი კონგრესმენი სარჩელს მხარს უჭერს

117
(განახლებულია 16:14 11.12.2020)
მანამდე ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას 17-მა შტატმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტმა რესპუბლიკელმა წევრმა მხარი დაუჭირა სარჩელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითვალისწინებს ქვეყნის ზოგ შტატში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენს ხვდა წილად, იუწყება გამოცემა The Hill.

მანამდე ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პეკსტონმა სასარჩელო განცხადებით მიმართა აშშ-ის უმაღლეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არჩევნები ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში ნორმების დარღვევით ჩატარდა. პეკსტონის სარჩელს მანამდე აშშ-ის 17 შტატის ხელისუფლებებმა დაუჭირეს მხარი. სასამართლოს ჯერჯერობით არ გამოუტანია გადაწყვეტილება ტეხასის გენპროკურორის სარჩელზე.

„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, ამ მხარდაჭერით გამოვხატავთ შეშფოთებას, რასაც მილიონობით ამომრჩეველიც იზიარებს, იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი არაკონსტიტუციური დარღვევები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ამერიკული სისტემის სამართლიანობას“, — ნათქვამია რეზიუმეში.

აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების კენჭისყრა გაიმართება, რა დროსაც კოლეგიის 538 წევრი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს მისცემს ხმას. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც 270 ელექტორალურ (კოლეგიის წევრთა) ხმას მიიღებს. მასმედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს ― 232 ხმა.

117
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
ბავშვი კატასთან ერთად

ცემინებისა და ასთმის გარეშე: შექმნილია კატებზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა

9
(განახლებულია 14:06 27.01.2021)
სპეციალსტების თქმით, კატებზე ალერგიის საწინააღმდეგი ვაქცინის შექმნა ნამდვილი სენსაციაა, ვინაიდან დაავადება არ იკურნება

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ალერგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ალერგიის ამა თუ იმ ფორმით იტანჯება, მაგრამ კატებზე ალერგია მალე შეიძლება სამუდამოდ დასრულდეს, იუწყება რადიო Sputnik-ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მეცნიერები ქმნიან პრეპარატს, რომელიც მილიონობით ადამიანს კატებზე ალერგიისგან გადაარჩენს. სეჩენოვის უნივერსიტეტმა უკვე დაასრულა კვლევები და როგორც მისი რექტორი პიოტრ გლიბოჩკო აცხადებს, სპეციფიკური ალერგენები თითქმის მზად არის.

სავარაუდოდ, კატებზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე დარეგისტრირდება.

სპეციალისტების თქმით, ეს ნამდვილი სენსაციაა, რადგან ალერგია არ იკურნება, მისი გაკონტროლება მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერჯერობით გაუგებარია, ეს ვაქცინა მათ დაეხმარება, ვისაც კატაზე ალერგია უკვე აქვს, თუ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად იქნება გამოყენებული.

9
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
არქეოლოგიური გათხრები

არქეოლოგიური აღმოჩენა: ნაპოვნია მაიას ეპოქის უნიკალური გიგანტური ნიღაბი - ფოტო

23
(განახლებულია 13:34 27.01.2021)
არქეოლოგებმა ნიღაბი, „განძის მაძიებლებისგან“ დაცვის მიზნით, დროებით ჩამარხეს, სანამ მის შესასწავლად საჭირო აღჭურვილობასა და დაფინანსებას არ მოიძიებდნენ

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის გიგანტური ნიღაბი იპოვეს და აღადგინეს. ამის შესახებ LiveScience იუწყება.

​ირკვევა, რომ ნიღაბი ჯერ კიდევ 2017 წელს აღმოაჩინეს უკანის არქეოლოგიურ უბანში, თანამედროვე ქალაქ მოტულის მახლობლად, თუმცა მეცნიერებმა ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება მხოლოდ ახლაღა გადაწყვიტეს. არქეოლოგების თქმით, აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია თავად არტეფაქტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გაავრცელეს. არსებობდა რისკი, რომ „განძის მაძიებლები“ მას მიაგნებდნენ და გაანადგურებდნენ.

„სინამდვილეში, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეცნიერები ისტორიულ ღირებულებას მაროდიორებისგან მალავდნენ. უფრო მეტიც, 2017 წელს არქეოლოგებმა განზრახ დამარხეს ეს ნიღაბი ისე, რომ ვერავის ეპოვნა. თავად კი მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ ადგილზე, როცა საჭირო აღჭურვილობა და დაფინანსება მოიძიეს. ობიექტის სარესტავრაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა“, — წერს გაზეთი.

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს ნიღბის აღდგენაზე. მათ გაამაგრეს ნიღბის მყიფე ნაწილები, თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნეს დროებით გადაადგილებული ნაწილები, არტეფაქტის ზედაპირი საფუძვლიანად გაწმინდეს, რის შედეგადაც არტეფქტის ყველა ორნამენტი და შემონახული ფერები გამოვლინდა.

ნიღაბი წარმოადგენს უცნობი ღვთაების ან „იმ დროის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის“ სახის გამოსახულებას. არტეფაქტი გვიანი პრეკლასიკური მაიას ხანით — ძველი წელთაღრიცხვით  300 წ.- ახალი წელთაღრიცხვით 250 წლით თარიღდება.

23
თემები:
საერთაშორისო პანორამა
დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს

0
(განახლებულია 14:35 27.01.2021)
პარლამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის შესაბამისად  სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე, განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ
ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს
„კანონში შესატან ცვლილებები გულისხმობს ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობის განაწილებას სახელმწიფოს მხრიდან, თუ არ არის ზიანი გამოწვეული კლინიკის, მედ პერსონალის, მწარმოებლის ან იმპორტიორის შეცდომით. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, ისე რომ ეს არ არის ახალი. მაგრამ რადგან კალენდარულ აცრებში არ მოიაზრება კოვიდვაქცინა, ამიტომ, დროებითი ნორმა რომ იყოს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის აუცილებელი. ეს მოთხოვნა აქვს მწარმოებლებსაც, ეს მოთხოვნა აქვს "კოვაქს" პლატფორმასაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში ელოდება. 

0