ევროკავშირის დროშა

ევროკავშირი შეთანხმდა: თურქეთს სანქციები გაუფართოვდება

59
(განახლებულია 15:26 11.12.2020)
ევროკავშირმა მანამდე უკვე აამოქმედა თურქეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები კვიპროსის წყლებში უკანონო ბურღვისთვის.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი შეათანხმეს, იუწყება სააგენტო France-Presse დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ამ დროისათვის უკვე მოქმედებს ევროკავშირის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში უკანონო ბურღვისთვის. ნოემბერში ევროკავშირმა აღნიშნული სანქციების ვადა 2021 წლის 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. უკანონო ბურღვისთვის სანქციების სიაში ამ დროისათვის თურქეთის ორი მოქალაქე შედის.

წყაროს ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ინდივიდუალური სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ და „თუ თურქეთი კვლავაც განაგრძობს უკანონო და აგრესიულ მოქმედებებს, შესაძლოა, დაწესდეს დამატებითი ზომები“.

მანამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ თურქეთის ქმედებებში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში პოზიტიური დინამიკა არ შეინიშნება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს თურქეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, მაგრამ მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებიც, თუ პოზიტიურ ცვლილებებს ვერ დაინახავს.

 

59
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა - ვიდეო

10
(განახლებულია 14:30 18.01.2021)
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული და რუსული მედია ავრცელებს

მათივე ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი გადარჩენილია, ორი კი, დაღუპული იპოვეს. ეკიპაჟის 15-კაციანი შემადგენლობის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები სამ სამაშველო ნავზე იმყოფებიან.

სამაშველო ნავების ჩაძირვის ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მაშველების მუშაობას კი უამინდობა უშლის ხელს.

10
რუსული ვაქცინა Sputnik V

„დასავლეთის უმეცრება“: ევროპაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაიცვეს

17
(განახლებულია 15:32 18.01.2021)
ჟურნალისტის აზრით, დასავლეთი წლების განმავლოაბში უარყოფდა რუსულ სამეცნიერო მიღწევებს, რაც არის კიდეც მიზეზი რუსული ვაქცინის მიმართ ეჭვებისა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთმა შექმნა პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის დათრგუნვა შეუძლია, ნათქვამია  ფრანგული „ლე მონდეს“ ესპანურენოვან გამოცემა Monde diplomatique–ს სტატიაში.

სტატიის ავტორის, ფედერიკო კუსკოს აზრით, დასავლეთი სკეპტიკური რეაქცია ვაქცინა Sputnik V–ს შექმნაზე იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთში რუსული მეცნიერების მიმართ ერთგვარი უმეცრება არსებობს.

„ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური განხვავებებით აღძრული ეს უმეცრება ეჭვით ხვდება რუსეთის ინიციატივებს“, — აღნიშნავს ჟურნალისტი.

კუსკო ხაზს უსვამს, რომ პრეპარატის შექმნა რუსეთის სამეცნიერო აღმოჩენების მთელი ისტორიული ჯაჭვის შედეგია. მაგრამ, მისი აზრით, დასავლელი „მთხრობელები“ წლების განმავლობაში უარყოფდნენ რუსეთის მეცნიერულ მიღწევებს და ახლა გაკვირვებულები არიან ვაქცინის შექმნით.

  • „ისეთი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორბიც არიან აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები, სადაც ფარმაცევტული ლაბორატორიები თავიანთ წამლებს ასტრონომიულ ფასად ახვევენ თავს საზოგადოებას, რუსეთი ფულისთვის არ იღწვის“, — მიაჩნია კუსკოს.

ჟურნალისტის აზრით, 50 წლის შემდეგ „სპუტნიკ V–სთან“ დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ახლა აქტიურად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აღარავის გაახსენდება. 

 

17
თემები:
რუსეთი დღეს
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0