თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროები საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს ირანის თავდასხმის შემთხვევისთვის, იუწყება გაზეთი Politico ოფიციალურ სამხედრო პირზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება ერაყში პროირანული ძალების პოტენციური ომისთვის სამზადისის ნიშნებს.
ამასთან სტატიის ავტორი წერს, რომ თეირანის მხარდამჭერმა დაჯგუფებებმა ცოტა ხნის წინ რეგიონში სარაკეტო შეტევები განაახლეს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს ორმა ამერიკულმა ბომბდამშენმა B-52H ახლო აღმოსავლეთის რაიონში გაიფრინა „აგრესიის შეკავების“ მიზნით. პენტაგონი ამ სახით აჩვენებს პარტნიორებს, რომ მზად არის განათავსოს რეგიონში სამხედრო ძალა.
თუმცა, როგორც Politico-ს წყარო ირწმუნება, პენტაგონი არ აპირებს თავად წამოიწყოს რაიმე სახის მოქმედებები.
„არ არსებობს შეტევის განზრახვა. არსებობს გეგმა გამოჩნდეს ძლიერი თავდაცვითი პოზიციები, რაც პოტენციურ მოწინააღმდეგეს დააფიქრებს“, — აცხადებს წყარო.
მისი თქმით, ვაშინგტონის ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ შეაკავოს ირანი ნებისმიერი აგრესიული ქმედებებისგან აშშ-ის და ასევე იმ კოალიციის მიმართ, რომელსაც შეერთებული შტატები მეთაურობს. წყაროს განმარტებით, პენტაგონში შიშობენ, რომ თეირანმა შესაძლოა ისარგებლოს ამერიკის ადმინისტრაციაში ხელისუფლების ცვლილებით და ასევე ერაყიდან და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანით. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ახლოვდება გენერალ ქასემ სულეიმანის გარდაცვალების წლისთავი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურა.
მაგალითად, ლუცერნი - შვეიცარიის პატარა ქალაქი იგივე დასახელების ტბის სანაპიროსთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურის კარგად შენახული ძეგლებით. ლამაზი ალტშტატი (ძველი ქალაქი) ჩრდილოეთით XIV საუკუნის ციხესიმაგრე მუზეგის კედელს ესაზღვრება, რომლის სიგრძეც 870 მეტრია.
პორტუ - ქალაქი პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დიდი ხიდებით. აქ ეწევიან მეღვინეობას და ამზადებენ პორტვეინს
ბოლცანო - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში. ის განთავსებულია ალპების მისადგომებთან, ფერად ხეობაში მთის ვენახებს შრის
იტოსიმა - ქალაქი იაპონიაში, ფუკუოკას პრეფექტურაში
ლიუცერნი - პატარა შვეიცარიული ქალაქი იგივე დასახელების ტბასთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურით
ბერგენი - სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში. ის განთავსებულია ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ბერგენის შუა საუკუნეების სანაპირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ობიექტია
ოლბორგი - ქალაქი დანიაში. მისი მოსახლეობა 104 885 ადამიანს შეადგენს. მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში მნიშნელოვან საპორტო ქალაქად იქცა, მოგვიანებით კი - ინდუსტრიულ ცენტრად
ბაზელი - ქალაქი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრებთან ახლოს
ვიქტორია - ქალაქი კანადის უკიდურეს დასავლეთში, პროვინცია ბრიტანული კომლუმბიას დედაქალაქი. განთავსებულია ვაკუვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
ლევენი - ბელგიის ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ცენტრი
ლოზანა - ფრანგულენოვანი შვეიცარიის ქალაქი ჟენევას ტბასთან. აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ასევე ოლიმპიური მუზეუმი და პარკი. ქალაქი სახელგანთქმულია შუა საუკუნეების ქუჩებით და XII საუკუნის გოთური ტაძრით
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ალჟირის ხელისუფლება იანვარში ანტიკოვიდური რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ დაახლოებით 500 ათას დოზას ელოდება, იუწყება РИА Новости ქვეყანაში კორონავირუსის ზედამხედველობის კომიტეტის წარმომადგენელ ჯამალ ფურარზე დაყრდნობით.
„მოსახლეობის ვაქცინაციას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებისთანავე დავიწყებთ“, — განუცხადა ფურარმა ალჟირულ რადიოსადგურ Chaine 2–ს.
ჩინოვნიკის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში დაახლოებით რვა ათასი სავაქცინაციო პუნქტია მომზადებული, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ფურარი ხაზს უსვამს, რომ ალჟირის მიერ შერჩეული პრეპარატები „უსაფრთხოა და ეფექტური“. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის 60–70%-ის აცრას გეგმავს, რათა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მიაღწიოს, და იქვე განმარტა, რომ ბავშვები არ აიცრებიან.
გარდა რუსეთისა, ჩინოვნიკის თქმით, ალჟირის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის ჩინელ მწარმოებლებთანაც.
ალჟირი 2020 წლის 10 დეკემბერს პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, სადაც ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, COVID-19–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 103 ათას კაცს აჭარბებს, საიდანაც 70 ათასი განიკურნა, ხოლო 2836 გარდაიცვალა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 110 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 72 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4.964 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.930, PCR-ტესტით - 2.034.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კი კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 13, იმერეთი - 5, გურია - 5, კახეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2.
რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს, გასულ დღე–ღამეში აქ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1.643 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2.958-ს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10.295 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.670 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის თბილისში 1.784, იმერეთში - 704, აჭარაში - 281.
795 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, იმერეთში - 29, აჭარაში - 5.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 634 ადამიანი, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. ბინაზე მკურნალობს 5.991 პირი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.
თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, იმერეთში - 2 488, აჭარაში - 1 871.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247 915-ს მიაღწია.