მეცნიერები COVID-19-ის აქამდე უცნობ სიმპტომს ასახელებენ

© AP Photo / Jean-Francois BadiasCOVID 19 - პანდემია
COVID 19 - პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიის დასაწყისში SARS-CoV-2- ის ამ გზით გადაცემა ექიმებს შეუძლებლად მიაჩნდათ და ისინი ამ სიმპტომებს ყურადღებას არც ახლა აქცევენ

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. ბრიტანელმა მეცნიერებმა თვალის ანთებასა და კორონავირუსულ ინფექციას შორის კავშირი დაადგინეს, მათ მიაჩნიათ, რომ თვალების ტკივილი COVID-19-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადრეულ სიმპტომად უნდა იყოს აღიარებული.

COVID-19ის მკურნალობა - Sputnik საქართველო
ინიღბება COVID-19-ით: დასახელდა სიმპტომი, რომელიც რეალურად სხვა დაავადებებზე მეტყველებს

ეს პირველი სპეციალიზირებული კვლევაა, რომელიც COVID-19-ის დროს თვალის გამოვლინებებს მიეძღვნა და რომლის შედეგებიც ჟურნალ BMJ Open Ophthalmology-შია გამოქვეყნებული.

Anglia Ruskin University-ს (ARU) მკვლევარებმა დადასტურებული დიაგნოზის მქონე COVID-19-იან პაციენტებში გამოკითხვა ჩაატარეს და დაავადების ადრეული სიმპტომების ჩამონათვალი შეადგინეს. სპეციალური კითხვარი 83-მა პაციენტმა შეავსო, რომელშიც დაავადების დაწყებამდე და მის შემდეგ მდგომარეობა შეაფასეს.

COVID-19-ის ყველაზე ხშირ სიმპტომებშია მოხვდა: დაღლილობა ― გამოკითხულთა 90%, ცხელება ― 76%, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ― 70%, და მშრალი ხველა ― 66%.

  • ამავე დროს რესპონდენტთა უმრავლესობამ ― 81%-მა, აღნიშნა, რომ COVID-19-ის ადრეულ ეტაპებზე თვალის პრობლემები ჰქონდათ. აქედან 18 პროცენტმა ფოტოფობიაზე ან სინათლისადმი მომატებულ მგრძნობელობაზე მიუთითა, 17-მა პროცენტმა ― ქავილზე, 16 პროცენტმა კი თვალების ტკივილზე. ეს სიმპტომები ორ კვირის განმავლობაში ნარჩუნდებოდა.

ამასთან არცერთი გამოკითხული არ უჩიოდა ლორწოვან გამონადენს ან თვალების „ჭრას“, რაც ბაქტერიული ინფექციებისთვისაა დამახასიათებელი.

ექიმები რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
ორი ხილული სიმპტომი: დასახელდა COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

კვლევის ავტორების თქმით, როგორც ჩანს, ბევრი ინფიცირებული თვალის სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევს, რადგან COVID-19-ის დამახასიათებლად არ მიიჩნევს ან ჩვეულებრივ კონიუნქტივიტს მიაკუთნებს. თვალის სიმპტომებს ყურადღებას არც ექიმები აქცევენ  სხვა უფრო სერიოზული სიმპტომების ფონზე.

მკვლევარების აზრით, კონიუნქტივიტი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს კორონავირუსული ინფექციის სიმპტომებისგან, თვალების ტკივილი კი უნდა აღიარონ COVID-19-ის ადრეული გამოვლინების მნიშვნელოვან სიმპტომად.

„ეს არის პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის COVID-19-თან ასოცირებულ თვალის სხვადასხვა სიმპტომებს და მათ დროით ჩარჩოებს სხვა დაავადებებთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ თვალების ტკივილი ჩაირთოს COVID-19-ის სიმპტომების ჩამონათვალში. ტერმინი „კონიუნქტივიტი“ კი უნდა შეიცვალოს, რათა ის  სხვა ინფექციების სიმპტომებისგან, მაგალითად, ბაქტერიულებისგან განვასხვავოთ, რომლებიც თვალებში ლორწოვანი გამონადენის ან „ქვიშის“ სახით ვლინდება“, ― აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი შაჰინა პარდჰანი.

ამასთან მეცნიერები აყენებენ წინადადებას, რომ COVID-19-ის დროს გამოვლენილ თვალის სიმპტომებს თვალის ანთება ეწოდოს.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ გამოვლინების შესწავლა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი მიუთითებს კორონავირუს SARS-CoV-2-ის ორგანიზმში მოხვედრის კიდევ ერთ შესაძლო გზაზე და შესაძლებელს ხდის, უკეთესად გაკონტროლდეს მისი გავრცელება. 

უჰანელმა მეცნიერებმა COVID-19-ის ხანგრძლივი შედეგები გამოავლინეს>>

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისში, SARS-CoV-2- ის თვალების გზით გადაცემა სპეციალისტებს შეუძლებლად მიაჩნდათ. ახლა კი სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ახალ კორონავირუსს თვალებიდანაც შეუძლია ორგანიზმში შეღწევა. მეცნიერების თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ როგორ რეაგირებს მასზე კონიუნქტივა ― თვალის გარსი.

ყველა ახალი ამბავი
0