დაკავებულია 20 ათასზე მეტი ინტერნეტ-თაღლითი: ინტერპოლის მასშტაბური ოპერაცია დასრულდა

© photo: INTERPOL HQ / FBინტერპოლი
ინტერპოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის პანდემიას ინტერნეტით თაღლითობისა და ფულის გამოძალვის შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოჰყვა

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. სატელეფონო და ინტერნეტ-თაღლითებთან ბრძოლის მასშტაბური საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, რომელსაც კოორდინაციას ინტერპოლი უწევდა, ათობით ათასი ადამიანია დაკავებული და ჩამორთმეულია მილიონობით დოლარის ქონება, ნათქვამია ინტერპოლის პრესსამსახურის განცხადებაში.

​„ოპერაცია კოდური სახელწოდებით First Light („პირველი სინათლე“) ოფიციალურად ნოემბერში დასრულდა ასეთი შედეგებით: ჩხრეკები ჩატარებულია 10,3 ათას მისამართზე, დაკავებულია 21,5 ათასი ოპერატორი, თაღლითი და ფულის გათეთრების სქემებში ჩართული პირი, გაყინულია 310 საბანკო ანგარიში, ამოღებულია 153,9 მლნ თანხა“, ― ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ სპეცოპერაცია მსოფლიოს 35 ქვეყანაში ტარდებოდა 1 სექტემბრიდან.

ინტერპოლის შტაბბინა - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა თაღლითებს ახალი სქემები შთააგონა: ინტერპოლი განცხადებას ავრცელებს

გარდა ამისა, გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც წინ უძღოდა სპეცოპერაციას, ინტერპოლმა გაავრცელა სამი „იისფერი უწყება“ ― საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას სატელეფონო და საინვესტიციო თაღლითების მუშაობის მეთოდებისა და ასევე იმ სქემების შესახებ, რომლებშიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციაა გამოყენებული.  

საპოლიციო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინტერნეტის წყალობით, მსგავსი დანაშაულები ტრანსნაციონალურ ხასიათს იძენს. ამ გზით თაღლითობის მსხვერპლთაგან მიღებული თანხები უცხოურ ანგარიშებზე ირიცხება და საზღვარგარეთ თეთრდება.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიას ტელეკომუნიკაციებისა და სოციალური ინჟინერიის სფეროში თაღლითობის დონის ზრდა მოჰყვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0