ამერიკული დოლარი

მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში ცვლილებებია: ქვეყნდება განახლებული ჩამონათვალი

100
(განახლებულია 14:05 09.12.2020)
„ბლუმბერგის“ რეიტინგის თანახმად, უნიჭიერესი გამომგონებელი და მეწარმე ჯერ კიდევ ნოემბერში მოხვდა მეორე ადგილზე

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი პირველად მოხვდა Forbes Real-Time-ს რეიტინგში მეორე ადგილზე.

„ფორბსის“ მონაცემებით, მასკის ქონება 8 დეკემბრისთვის 1,6 მლრდ დოლარით გაიზარდა და  144,7 მილიარდს მიაღწია; ხოლო BBI-ის მონაცემებით, ნიჭიერი გამომგონებლის ქონება კიდევ უფრო მეტია და რეალურად 157 მილიარდ დოლარს აღწევს.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს 185,4 მლრდ დოლარით, მესამეზე „ლუი ვიტონის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ არნოა, ხოლო მეოთხეზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.

გრანდიოზული გეგმა: ილონ მასკი მარსზე ქალაქის დაარსებას აპირებს>>

რაც შეეხება „ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი მილიარდერთა სიაში Bloomberg Billionaires Index-მა მეორე ადგილზე ჯერ კიდევ ნოემბერში განათავსა.  

 

100
თემები:
მსოფლიო დღეს (2472)
ხალხი ქალაქის ქუჩაში

სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: ქუჩებს სამოქალაქო ტანსაცმლიანი პოლიცია გააკონტროლებს

5
პოლიციამ უკვე გაიარა სწავლება, თუ როგორ გამოავლინონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბრიუსელის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიცია გააკონტროლებს, რათა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები აღკვეთოს, წერს ქალაქის ბურგომისტრი ფილიპ კლოზი Twitter–ზე.

ბრიუსელის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის, ოლივიე სლოსის თქმით, თავდაპირველად პოლიციელები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გააძლიერებენ ყურადღებას, დააფიქსირებენ სექსუალური ძალადობის ფაქტებს და შეადგენენ ოქმებს.

„ჩვენგასულ წელს დავიწყეთ პოლიციის თანამშრომლების სწავლება, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები ქუჩაში, როგორ უნდა იზრუნონ მსხვერპლზე და როგორ შეადგინონ ოქმები“, — აღნიშნა სლოსმა სააგენტო Belga–სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, პოლიციას ბევრი მტკიცებულება აქვს იმის თაობაზე, რომ ქალები ხშირად აწყდებიან საზოგადოებრივ ადგილებში მათ მიმართ სექსუალურ ძალადობას, თუმცა იშვიათად მიმართავენ პოლიციას. ხოლო როცა მიმართავენ, დამნაშავის დადგენა შეუძლებელია.   

  • „ჩვენი ადგილზე ყოფნა აუცილებელია, რათა ასეთი შემთხვევები დავაფიქსიროთ“, — განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ ბელგიის პროკურატურა აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ასეთი სახის დარღვევებს და პოლიციისგან მიღებულ ოქმებს სწრაფად და დეტალურად შეისწავლის, რათა მუშაობა ეფექტური და შედეგიანი იყოს.

5
თემები:
საერთაშორისო პანორამა
აეროპორტი

ისრაელი ქვეყანაში შესვლაზე გამონაკლისებს აწესებს: ცნობილია პირობები

17
(განახლებულია 13:18 08.03.2021)
მთავრობის გადაწყვეტილებით, ისრაელში შესვლას როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები, გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეები ისრალეში შესვლას გამონაკლის შემთხვევებში შეძლებენ 8 მარტიდან, გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში, იუწყება ისრაელის მთავრობის პრესსამსახური.

„ისრაელში თვითმფრინავით შემოსვლის მსურველებმა დეკლარაციის ფორმა რეისის გამოფრენამდე 24 საათით ადრე უნდა შეავსონ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამის შემდეგ მათ უნდა მიიღონ ქვეყანაში შესვლის უფლება, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გაიცემა.

თვითმფრინავში ჩაჯდომის აუცილებელ პირობად რჩება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა, რომელიც გაფრენამდე 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული.

ისრაელში ჩაფრენის შემდეგ, როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებული არიან, გაიარონ ორკვირიანი იზოლაცია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ისრაელში გაკეთებული ვაქცინაციის შესახებ ცნობა ექნება, შეუძლია თავიდან აირიდოს იზოლაცია.

17
თემები:
საერთაშორისო პანორამა
პროკურატურა

პროკურატურა ფარული აუდიოჩანაწერების გამოძიებას დაიწყებს? „ლელომ" სარჩელი შეიტანა

0
(განახლებულია 13:17 08.03.2021)
გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის შესასწავლად შესაბამისი საექსპერტო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისკენ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა არასამთავრობო სექტორმაც

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ფარული აუდიოჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართეს. 

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. 

„ლელოს“ ერთ–ერთი ლიდერის კახა კოჟორიძის თქმით, პროკურატურა ვალდებულია აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რამდენადაც გავრცელებული აუდიომასალა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 „ლელოს“ წევრები და იურისტები აქ მოვედით, რათა პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან. 

გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა და აუდიოჩანაწერებს „2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ უწოდა.

როგორც მმართველი გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ჩანაწერი შედგება  იმ ადამიანების საუბრებიდან ამოჭრილი ცალკეული სიტყვებისა და ფრაზებისაგან, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად წერდა.

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო.

0