მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როდის დაეხმარება აშშ კოვიდ-ვაქცინით სხვა ქვეყნებს: თეთრ სახლში პირობა დაასახელეს

© AFP / Kena Betancurკომპანია Pfizer
კომპანია Pfizer  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი, აიძულოს კერძო კომპანიები, ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-ში გაავრცელონ

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. აშშ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარება, რაც მასზე წვდომას ყველა ამერიკელი შეძლებს, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა.

COVID-19-ზე აცრა - Sputnik საქართველო
ნემსით აცრაზე უკეთესი: მეცნიერებმა COVID-ვაქცინაციის ეფექტური მეთოდი დაასახელეს
„მას შემდეგ, რაც ყველა ამერიკელი შეძლებს, გაიკეთოს აცრა, აშშ საერთაშრისო თანამეგობრობას ― ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებსა და სხვებს ― COVID-19-ის ვაქცინებით დაეხმარება“, ― ნათქვამია ო’ბრაიენის წერილობით განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც COVID-ვაქცინაზე ამერიკელების პრიორიტეტულ წვდომას ითალისწინებს. ბრძანებულების დეტალები უცნობია. ასევე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ტრამპი, აიძულოს ვაქცინის მწარმოებელი კერძო ფარმაკომპანიები, გაავრცელონ ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-ში. როგორც ცნობილია, ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფორმებენ კონტრაქტებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0