მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონია ბენზინის ძრავებიან ავტომობილებს აღარ გაყიდის: ცნობილი გახდა თარიღი

© Pixabay / Inactive account ტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გადაწყვეტილებას ბიძგი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ მისცა, როდესაც განაცხადა, რომ ქვეყანაში სათბური გაზების გამოფრქვევა ნულამდე უნდა შემცირდეს.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. იაპონია აპირებს სრულად შეწყვიტოს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა 2030 წლიდან, იუწყება ახალი ამბების სააგენტო „კიოდო“.

Tesla-ს ელექტრომობილი - Sputnik საქართველო
Tesla ელექტრომობილებს მასიურად გააიაფებს: ჩვეულებრივი მანქანის ფასი

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის შეთანხმებაზე ამ დროისათვის უკვე მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

სააგენტოს ცნობით, 2030 წლიდან გასაყიდად დაშვებულ ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს ჰიბრიდული, ელექტრო ან წყალბადის ძრავი.

როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებას ბიძგი იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოსიჰიდე სუგას განცხადებამ მისცა, რომელიც 2050 წლისთვის ქვეყანაში სათბური გაზების გამოფრქვევის ნულამდე დაყვანას შეეხებოდა.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ბენზინის ძრავებზე უარის თქმა მწარმოებლებს უბიძგებს, კიდევ უფრო ინტენსიურად იმუშაონ ელექტროძრავების შექმნა–დახვეწაზე.

ვარაუდობენ, რომ ამ კუთხით კონკრეტული მიმართულებები წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0