თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ნაადრევი დაბერება შეიძლება COVID-19-ის ერთ-ერთი შედეგი იყოს — დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი, განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორმა ანჩა ბარანოვამ РИА Новости-სთან საუბრისას.
მეცნიერის თქმით, ექიმების ჯგუფმა იმ პაციენტების მდგომარეობა შეისწავლეს, რომლებმაც კორონავირუსული ინფექცია ზომიერი და მსუბუქი ფორმით გადაიტანეს.
„იმ ადამიანების 70%-ში, რომლებმაც ძალიან მსუბუქად იავადეს, ზოგი შინაგანი ორგანოს პათოლოგია დაფიქსირდა. მაგრამ მთავარი პათოლოგია იყო არა გულის, არამედ ძირითადად ცხიმოვანი ჰეპატოზი (ზიანდება ღვიძლი) და პანკრეასის ქსოვილის ცხიმოვანი გადაგვარება“, — აღნიშნა ბარანოვამ.
მეცნიერის განმარტებით, ჩვეულებრივ, ასეთი დიაგნოზი 60 წლის ადამიანებს აქვთ, მაგრამ მათ, ვინც COVID-19 გადაიტანა, ასეთი პრობლემები უკვე 40 წლის ასაკში გამოუვლინდა.
ბარანოვას დასკვნით, კორონავირუსს „მიაქვს რესურსები და აახლოებს სიბერეს“. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ დაავადების შედეგები აუცილებლად გულდასმით არის შესასწავლი ხანგრძლივი კოჰორტული გამოკვლევებითა და ანალიზებზე დეტალური დაკვირვების გზით.
თბილისი. 19 იანვარი — Sputnik. ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს, წერს გაზეთი Daily Express-ი ჰარვარდელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
ინფარქტის ძირითადი სიმპტომებია გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი და მოჭერილობის შეგრძნება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი ნიშნები არ არსებობს და ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ხდება სინამდვილეში.
„გულის ჩუმი შეტევები იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ გვგონია“, — აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სწავლულები.
მათი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გულის შეტევების ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი შეუმჩნევლად ვითარდება, ადამიანებმა კი ამის შესახებ არ იციან, ვინაიდან ექიმისთვის არ მიუმართავთ.
მეცნიერების განმარტებით, „ჩუმი ინფარქტის“ მაუწყებელი შეიძლება იყოს არა მარტო გულძმარვა, არამედ:
ექიმები გვირჩევენ, არ უგულებელვყოთ გულძმარვა, რომელიც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დისკომფორტია და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.
საუბარია დამსახურებულ მწვრთნელსა და კვალიფიციურ სპორტსმენზე, წყალბურთელ დავით ხავთასზე. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს პირველობებში, რომელიც 2005-2006 წელს დაბადებულთა შორის ტარდება საწყლოსნო აუზში „ოლიმპიკი“ .
ორი წლის წინ, დავით ხავთასის „იმედმა“ მაყურებლის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.
- ბატონო დავით, წყალბურთში მისვლამდე სპორტთან ურთიერთობა სხვა სახეობით დაიწყეთ?
- ბავშვობიდანვე ძალიან სპორტული ვიყავი, სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება განსაკუთრებით მიყვარდა. სპორტში ვარჯიში კი მძლეოსნობით დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელები კაკო კოპალეიშვილი და ირინა ზარუბინა იყვნენ. მძლეოსნობიდან გადავედი წყალბურთზე, სადაც ჩემი მწვრთნელი ბორის მარგიევი იყო. ამაყი ვარ, რომ პროფესიული განათლება ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. ჩემს წარმატებებში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს, საერთოდ, ის წლები კარგად მახსენდება...
- მოზარდი სპორტსმენების გუნდს, რომლის მწვრთნელიც ხართ, ჰქვია „იმედი“, მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, რამდენად საიმედოა გუნდის მომავალი?
- მგონი, ამ ეტაპზე ვამართლებთ სახელს, ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტად გამოვიჩენთ თავს. მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს პირველობებში, სადაც შარშან მეექვსე საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ადრე მაყურებლის პრიზი მოვიპოვეთ. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბორის მეგედის ხსოვნის ტურნირზე მეორე ადგილი დავიკავეთ.
- თქვენ სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება გაქვთ მინიჭებული...
- ეს წოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მომანიჭა. სამწვრთნელო საქმიანობას წლებია, რაც ვეწევი. ადრე გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელი ვიყავი. დღეს 2005-06 წლებში დაბადებული წყალბურთელების მწვრთნელი ვარ.
- როგორი თაობა მოდის?
- ძალიან ამაყი ვარ, რადგან უმაგრესი, ნიჭიერი თაობა მოდის. სასწაული ბავშვები არიან, მოტივირებულები, ყველაფერი აინტერესებთ. შეიძლება მწვრთნელს ისეთი კითხვით მიმართონ, რომ ის დაიბნეს კიდეც. ასეთ მომენტებში ძალიან მეხმარება ის ცოდნა, რაც ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიღე. თავის დროზე, იქ შევისწავლეთ: ფიზიოლოგია, ანატომია, სპორტის ფსიქოლოგია, ამიტომ შეგირდებთან მომზადებული ვარ და მათ კითხვებს უპასუხოდ არ ვტოვებ. მოკლედ, ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული თუ როგორ აუხსნის და ასწავლის მათ. საჭირო დროს ელემენტარული სამედიცინო დახმარებაც შემიძლია, რომ გავუწიო.
- რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს წყალბურთელი?
- წყალბურთელი უნდა იყოს ფიზიკურად კარგად მომზადებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით კარგად უნდა ცურავდეს. ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს გამომუშავებული, რომ კარგ წყალბურთელად ჩამოყალიბდეს. ასევე დადებითი პიროვნული თვისებები ჰქონდეს, რადგან ეს სპორტშიც და ცხოვრებაშიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. რაც შეეხება მწვრთნელს, ის თავის საქმეზე შეყვარებული და მოტივირებული ადამიანი უნდა იყოს, ბავშვები დისციპლინას შეაჩვიოს, რათა უფრო ამტანები გახდნენ. წყალს სუსტები არ უყვარს, რადგან ასეთებს ადვილად ერევა. ამის გარდა, სპორტსმენებმა ამ სახეობაშიც, ისეთი თვისებებიც უნდა გამოიმუშაონ, როგორიცაა, სისწრაფე და წყალში ბურთის კარგად ფლობა.
- გურულ სპორტსმენს სისწრაფე სისხლში ექნება და ამ თვისებამ ალბათ თავის დროზე, გარკვეული როლი ითამაშა თქვენს წარმატებებში?
- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ- გაზრდილი. გურულები მართლა ყველაზე სწრაფები არიან და რა გასაკვირია, რომ მეც მიყვარს სისწრაფე, ყველაფერში პირველობა და ეს თვისებები დიდ სპორტშიც მეხმარებოდა.
- ოზურგეთთან თუ გაქვთ სპორტის კუთხით შეხება?
- ოზურგეთთან და იქ არსებულ ოლიმპიურ სახლთან მუდმივი კონტაქტი მქონდა კოვიდამდე. ადგილობრივ სპორტსმენებს რეკომენდაციებს ხშირად ვაძლევ ხოლმე. მიხარია, რომ ოლიმპიური სახლის საცურაო აუზის ინსტრუქტორი და წარმატებული სპორტსმენი, ზურა ღლონტი ჩემი მომზადებულია. როცა პანდემია დასრულდება, ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში მასტერ-კლასების ჩატარებას ვაპირებ. ასე რომ, ყველაფერი წინაა...
- გავიგე, რომ კოლეგები, თურმე, „წყლის ლომს“ გეძახიან, რას ურჩევთ მათ, ვისაც წყლის ეშინია და ამის გამო ცურვას ვერ სწავლობს?
- ჰოო, ეს კარგი შეკითხვა დამისვით... პირველ რიგში, ეს შიში უნდა დაძლიონ. ეს კი მწვრთნელზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ მიუდგება მას, ვისაც წყლის ეშინია. პროფესიონალი ამ კომპლექსს მალე მოუხსნის ნებისმიერ ადამიანს. ასეთი უამრავი ბავშვი მყოლია და მათთვის წყალიც შემიყვარებია და ცურვაც კარგად მისწავლებია.
- აუზთან დაკავშირებული ანეგდოტად ქცეული ამბავი, რომელიც ქუთაისში მოხდა, ალბათ გსმენიათ...
- მსმენია, ეს მართლა იყო ქუთაისში, წარმოიდგინეთ, როგორი გაუბედურებული დრო იყო, რომ მწვრთნელს საშუალება არ ჰქონდა წყლიან აუზში ჩაეტარებინა ცურვის გაკვეთილები. რა ექნა იმ ადამიანს? წყალს არ უსხამდნენ, ამიტომ საჭირო ილეთებს და მოძრაობებს ხმელეთზე ასწავლიდა. ერთი მხრივ, სახალისო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი მწვრთნელები ჩემს თვალში გმირები არიან...
- ახლა, კოვიდის დროს საცურაო აუზები მარტო წყლის კი არა, სპოტსმენების გარეშეც დარჩა...
- დიახ, კოვიდმა გააჩერა დედამიწა და აუზებიც გაჩერებულია. ისეთ დღეში ვარ, რომ უკვე მესიზმრება აუზი და ჩემი ბავშვები. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია, ყველა სპორტსმენი და მწვრთნელი, ვინც ისინი პროფესიონალად ჩამოაყალიბა. კოვიდის გამო ჩემპიონატებიც შეწყდა. ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება, რომ ვარჯიში განვაახლოთ და საყვარელ საქმეს დავუბრუნდე...