თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა ექიმმა, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობს, სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომლითაც მან საზოგადოებას აჩვენა, თუ რას ხედავენ მომაკვდავი პაციენტები უკანასკნელ წუთებში.
Please listen as this is dire. I don’t want to be the last person that looks in your frightened eyes. #MaskUp @DrKenRemy1 @WUSTLmed pic.twitter.com/qwb4eERlfE
— Kenneth E. Remy, MD, MHSc, FCCM (@DrKenRemy1) November 21, 2020
კადრებზე ექიმი კენეტ რემი (Kenneth Remy) ინდივიდუალური დაცვის ეკიპირებაშია გამოწყობილი. მისი თქმით, სიცოცხლის ბოლო წუთებში პაცენტები სწორედ ამას — ექიმების სახეებსა და სამედიცინო აღჭურვილობას ხედავენ. ამ დროს ავადმყოფი წუთში სულ ორმოცჯერ ახერხებს ჩასუნთქვას, ხოლო მისი სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე 80%-ზე ქვემოთ ეცემა.
„მე არ მინდა ვიყო ბოლო ადამიანი, რომელიც თქვენს შეშინებულ თვალებს დაინახავს“, — ასეთი კომენტარი გაუკეთა მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც ამ დროისათვის თითქმის 200 ათასი ნახვა აქვს.
ექიმი სთხოვს ყველას, სერიოზულად მოეკიდონ მის მოწოდებას და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ „თუ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეს არ ატარებთ, თუ არ დაიბანთ ხელებს“, ასეთ შემთხვევაში ბოლო სურათი, რასაც იხილავთ, ექიმის ეკიპირებული სახე იქნება.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლს. ამის შესახებ Twitter–ში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დაწერა.
Today we honor the remembrance of the victims of the Holocaust that began with words, and continued with horrific murders of millions of innocent people. On #HolocaustRemembranceDay we firmly say NEVER AGAIN! pic.twitter.com/WeIeMbvrFk
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) January 27, 2021
„დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით. დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“ – დაწერა თალაკვაძემ.
საქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს>>
ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველ წელს, 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ოთხმა არასრულწლოვანმა გოგონამ, ლუიზიანის სავაჭრო ცენტრ Walmart –ში, თანატოლი მოკლა სოციალური ქსელებით ლაიქების მისაღებად, იუწყება The Daily Dot–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა 12, 13 და 14 წლის სამი გოგონა.
გამოძიების ვერსიით, ერთ–ერთმა მათგანმა დანა ჩაარტყა 15 წლის გოგონას, რასაც ინციდენტის მონაწილეები Facebook–ისა და Instagram–ის პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.
ერთ–ერთ ვიდეოზე ისმოდა კიდეც, როგორ ტრაბახობდა ერთ გოგონა, რომ მოზარდ დანა შიგ გულში ჩაარტყა.
დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისათვის სამივე ბრალდებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. მთავრობა ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნევს აჭარის სრულ გახსნას, რადგან იქ ვითარება სტაბილურია და ინფიცირების დაბალი დონე ფიქსირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერონე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ე.წ. ჩაკეტილი უქმეების მოქმედება ბათუმში, გორში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში, სადაც 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები და ბაზრობები.
„დარჩება შაბათი-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ტრანსპორტის, სარესტორნო სექტორისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, აჭარაში 1 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება.
ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.