დონალდ ტრამპი

ამერიკელი კონგრესმენი ტრამპს „მამაცი ინფორმატორების“ შეწყალებისკენ მოუწოდებს

52
(განახლებულია 16:58 27.11.2020)
კონგრესმენის აზრით, ამ ორმა ადამიანმა ჯერ კიდევ წლების წინ გაამჟღავნა აშშ-ის მთავრობის ბევრი ტყუილი და დანაშული.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა კონგრესმენმა ტულსი ჰაბარდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისა და WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის შეწყალებისკენ მოუწოდა.

„საჭიროა დავიცვათ მამაცი ინფორმატორები, რომლებმაც ფარდა ახადეს სიცრუესა და დანაშაულებს ჩვენს მთავრობაში“, — დაწერა კონგრესმენმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

ჰაბარდის აზრით, რომელიც სნოუდენისა და ასანჟის შეწყალების შესახებ კანონპროექტის ინიციატორია, ამ ორმა ადამიანმა „უზარმაზარი პირადი მსხვერპლის ფასად“ ჩამოხსნა ნიღაბი არაერთ ტყულსა და დანაშულს.

მიმდინარე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 2016 წელს აყენებდა ასანჟის შეწყალების საკითხს, თუ ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის შესახებ მონაცემებს წარმოადგენდა.

​„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამ დროისათვის ლონდონის ციხეში იმყოფება. ბრიტანეთის ხელისუფლებას ის ეკვადორის საელჩომ გადასცა, რომელსაც ასანჟი 2012 წლიდან აფარებდა თავს. აშშ-ში მის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილება 2021 წლის 4 იანვარს გამოცხადდება. შეერთებული შტატები ასანჟს შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევასა და სამთავრობო კომპიუტერებში შეღწევის მიზნით შეთქმულებაში სდებს ბრალს, რის გამოც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება ედვარდ სნოუდენს, რომელმაც 2013 წელს გაზეთებს The Guardian-სა და The Washington Post-ს საიდუმლო მასალები გადასცა მილიარდზე მეტი ადამიანის თვალთვალის შესახებ, ამ დროისათვის ის რუსეთში იმყოფება, სადაც უვადო ცხოვრების უფლება აქვს მინიჭებული. როგორც ის აცხადებს, აშშ-ში დაბრუნებას მანამ არ აპირებს, სანამ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება.

52
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

აფეთქება მადრიდში: ნგრევა და მსხვერპლი - ფოტო

6
  • ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
  • დაინგრა შენობის ოთხი სართული
  • შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
  • ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
  • მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
  • ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
  • ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
  • დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
  • მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
  • აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
  • მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
  • ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია
მადრიდის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის რამდენიმე ზედა სართული დაინგრა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან

ძლიერი აფეთქება მოხდა პუერტა-დე-ტოლედოს რაიონში მადრიდში. დაინგრა ერთი შენობის ოთხი სართული, რომელშიც ეკლესია Iglesia de la Virgen de la Paloma-ს მსახური სასულიერო პირები ცხოვრობენ.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ხოსე მანუელ ფრანკომ განაცხადა.

აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს მოხუცებულთა თავშესაფარი. მისი ბინადრები არ დაშავებულან, მიმდინარეობს ევაკუაცია.

6
  • ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
    © AP Photo / Europa Press

    ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა

  • დაინგრა შენობის ოთხი სართული
    © REUTERS / Susana Vera

    დაინგრა შენობის ოთხი სართული

  • შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
    © REUTERS / Susana Vera

    შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

  • ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
    © REUTERS / Susana Vera

    ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

  • მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
    © AFP / Gabriel Bouys

    მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში

  • ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
    © AP Photo / Manu Fernandez

    ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა

  • ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
    © AFP / Gabriel Bouys

    ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა

  • დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
    © REUTERS / Susana Vera

    დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი

  • მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
    © AP Photo / Bernat Armangue

    მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება

  • აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
    © REUTERS / Susana Vera

    აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს

  • მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
    © REUTERS / Sergio Perez

    მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია

  • ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია
    © AFP / Gabriel Bouys

    ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია

ჯო ბაიდენი

ბაიდენმა აშშ ჯანმოში დააბრუნა და ქვეყანაში შესვლა დაუშვა

10
(განახლებულია 11:15 21.01.2021)
აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციისთანავე გააუქმა წინამორბედის მიერ გამოცემული რამდენიმე ბრძანებულება

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჯო ბაიდენმა, გახდა რა აშშ–ის 46–ე პრეზიდენტი, პირველსავე დღეს გააუქმა დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულება.

კერძოდ, შეერთებული შტატები მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დააბრუნა. ჯანმოდან გამოსვლის პროცესი ექს–პრეზიდენტმა გასული წლის ივლისში წამოიწყო, როდესაც ორგანიზაციას კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვაში დასდო ბრალი ჩინეთის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, ბაიდენმა ქვეყანა ასევე დააბრუნა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში, რომელიც ატმოსფეროში ნახშირბადოვანი გამონაბოლქვების შემცირებას ითვალისწინებს.

ახალმა პრეზიდენრმა შეაჩერა მექსიკასთან კედლის მშენებლობა და გააუქმა საგანგებო მდგომარეობა საზღვრისპირა ტერიტორიებზე.

ტრამპის ადმინისტრაციამ მანამდე გაამკაცრა მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები და კედელიც ააგო საზღვრის უმეტეს ნაწილზე, რათა აშშ–ის ტერიტორიაზე არალეგალური შეღწევა აღეკვეთა. ტრამპის მიერ აღთქმული 800 კილომეტრიანი წინაღობის სიგრძე 5 იანვრისთვის უკვე 727 კმ–ს  შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე ბაიდენმა მიანიშნა, რომ უკვე აგებული კედლის დანგრევას არ აპირებდა.

კიდევ ერთი ბრძანებულება, რომლიც ახალმა პრეზიდენტმა გააუქმა, ეს აშშ–ის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნებიდამ მოქალაქეთა შესვლის აკრძალვაა. ტრამპის 2017 წლის ბრძანებულების თანახმად, შეერთებულ შტატებში ჩასვლა ეკრძალებოდათ ირანის, ლიბიის, სირიის, იემენის, სომალის, სუდანისა და ერაყის მოქალაქეებს. თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სასამართლო ინსტანციამ ადგილობრივ დონეზე ბრძანებულება არაკანონიერად ცნო, სიიდან ერაყი და სუდანი ამოიღეს, თუმცა დაამატეს ჩადი და ჩრდილოეთ კორეა. ამასთან შავ სიაში მოხვდნენ ვენესუელელი ჩინოვნიკებიც.

ჯო ბაიდენმა ასევე გააუქმა გაზსადენ Keystone XL–ის მშ ენებლობაც კანადასთან საზღვარზე, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა.

 

10
თემები:
საერთაშორისო პანორამა