მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მარადონას უცნაური ანდერძი: ცნობილი გახდა ფეხბურთის ლეგენდის უკანასკნელი ნება

© REUTERS / Eddie Keoghდიეგო მარადონა
დიეგო მარადონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ ფეხბურთის ლეგენდამ თავისი უკანასკნელი ნება გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე გააფორმა ნოტარიულად.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას უკანასკნელი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედრისთვის ბალზამირება გაეკეთებინათ და ისე ეჩვენებინათ პუბლიკისთვის, წერს გამოცემა Infobae.

„მე, დიეგო მარადონას, ვიმყოფები რა საღ გონებაზე, მსურს გამოვხატო ჩემი ნება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მინდა, რომ სიკვდილის დღეს ჩემი ცხედარი დააბალზამონ და საჯაროდ გამოფინონ“, — ნათქვამია ნოტარიულად გაფორმებულ დოკუმენტში, რომელზეც გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე, 13 ოქტომბერს მოუწერია ხელი სპორტსმენს.

ირკვევა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ბალზამირების იდეას მეგობრებთანაც განიხილავდა.

დიეგო მარადონა - Sputnik საქართველო
გრანდიოზული დამშვიდობება: მარადონას ცხედარი პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ვიდეო

„არ მინდა ქანდაკება, მე ისინი არ მომწონს, ზოგჯერ ისინი არაფრით ჰგავს ადამიანებს. სიკვდილის დღეს მე თავად მინდა ვიყო იქ, რომ ხალხი მე მომესალმოს“, — უთქვამს მას ახლობლების წრეში, რასაც მარადონას ადვოკატი მატიას მორლაც ესწრებოდა.

ხუთშაბათს ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იყო დასვენებული, ათობით ათასი ადამიანი მივიდა. ბევრი მათგანი ცერემონიაზე ვერ მოხვდა, რასაც პროტესტები და პოლიციასთან შეტაკებებიც კი მოჰყვა.

დიეგო მარადონა ბუენოს–აირესის მახლობლად დაკრძალეს — მშობლების საფლავთან ახლოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0