მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან წასვლის პირობა დაასახელა

© AP Photo / Manuel Balce Cenetaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, შეერთებული შტატების საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებისას ჰგავს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თეთრ სახლს მაშინ დავტოვებ, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„რა თქმა უნდა, თქვენ ეს ისედაც იცით“, — ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას ამ თემაზე.

პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ამომრჩეველთა კოლეგია „შეცდომას დაუშვებს“, თუ ბაიდენს დაუჭერს მხარს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„გააკეთეთ, რაც საჭიროა“: ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა და GSA-ს რეკომენდაცია მისცა

დონალდ ტრამპის თქმით, მას „ძალიან გაუჭირდება დამარცხების აღიარება“, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ-ის საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებს შეადარა.

აშშ-ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მასმედიის ინფორმაციით, დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საკმარისი ელექტორალური ხმა მოაგროვა. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა.

აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0