არქეოლოგიური გათხრები

აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა: ვიდეო

326
(განახლებულია 15:00 25.11.2020)
საცხოვრებელს, რომელიც პირველ საუკუნეშია აგებული, აშკარად ეტყობა გამოცდილი ოსტატის, სავარაუდოდ, იოსების ხელი.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა, იუწყება Daily Mail ბრიტანელი არქეოლოგის კენ დარკის განცხადებაზე დაყრდნობით.

რედინგის უნივერსიტეტის პროფესორი 14 წლის განმავლობაში სწავლობდა ნაზარეთში მდებარე საცხოვრებლის ნაშთებს, რომლებიც I საუკუნეს განეკუთვნება.

​ქვითკირის სახლს, რომელსაც აშკარად ეტყობა გამოცდილი ოსტატის ხელი, პირველად 1880-იან წლებში მიაგნეს.

კენ დარკმა ჯერ კიდევ 2015 ივარაუდა, რომ ეს შეიძლება მარიამისა და იოსების საცხოვრებელი ყოფილიყო. შემდგომი ანალიზით დადასტურდა, რომ სახლი მართლაც პირველ საუკუნეს განეკუთვნება და ის ნამდვილად შეიძლებოდა აეგო იოსებს — მარიამის ქმარს.

როგორც ცნობილია, იოსები ხურო (დურგალი) იყო, თუმცა ის ახალ აღთქმაში „ტექტონად“ მოიხსენიება — ხელოსნად, რომელსაც სახლის აგებაც შეეძლო.

„[სახლი] სრულად შესაბამება იმას, რასაც შეიძლება ველოდებოდეთ ტექტონის საცხოვრებლისგან. მართალია, „ტექტონი“, როგორც წესი, დურგლად ითარგმნება, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს ხელოსანს, რომელსაც მშენებლობასთან აქვს კავშირი“, — ამბობს არქეოლოგი.

პროფესორის თქმით, ის ფაქტი, რომ დაახლოებით IV საუკუნეში სახლის მიმდებარე ბორცვზე გამოქვაბულის ეკლესია დაარსდა, მომდევნო საუკუნეში კი მის თავზე დიდი ტაძარი აიგო, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მშენებლებს ეს ადგილი რელიგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.

 

326
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლს

13
(განახლებულია 17:21 27.01.2021)
მსოფლიოში 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ფაშისტურ ბანაკებში 6 მილიონი ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი გაანადგურეს

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლს. ამის შესახებ Twitter–ში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დაწერა.

​„დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით. დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“ – დაწერა თალაკვაძემ.

საქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს>>

ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველ წელს, 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.

13
ადამიანი დანით ხელში

ლაიქების დასაგროვებლად: სამმა მოზარდმა გოგომ თანატოლი პირდაპირ ეთერში მოკლა

179
(განახლებულია 17:06 27.01.2021)
მკვლელობის სცენა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“, ხოლო ერთ-ერთი გოგონა ტრაბახობდა კიდეც, რომ დანა შიგ გულში ჩაარტყა მსხვერპლს

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ოთხმა არასრულწლოვანმა გოგონამ, ლუიზიანის სავაჭრო ცენტრ Walmart –ში, თანატოლი მოკლა სოციალური ქსელებით ლაიქების მისაღებად, იუწყება The Daily Dot–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა 12, 13 და 14 წლის სამი გოგონა.

გამოძიების ვერსიით, ერთ–ერთმა მათგანმა დანა ჩაარტყა 15 წლის გოგონას, რასაც ინციდენტის მონაწილეები Facebook–ისა და Instagram–ის პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.

ერთ–ერთ ვიდეოზე ისმოდა კიდეც, როგორ ტრაბახობდა ერთ გოგონა, რომ მოზარდ დანა შიგ გულში ჩაარტყა.

დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამ დროისათვის სამივე ბრალდებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

 

179
თემები:
საერთაშორისო პანორამა
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0