ჯო ბაიდენი

დასახელებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე სავარაუდო კანდიდატი

39
(განახლებულია 10:48 21.11.2020)
Hill-ის მონაცემებით, ვეტერანი დიპლომატი და ბაიდენის მოკავშირე ტონი ბლიკნენი ამ პოსტზე ფავორიტად ითვლება

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ჯო ბაიდენმა, წინასწარი მონაცემებით აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, შეარჩია კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, იუწყება გამოცემა Hill წყაროზე დაყრდნობით, რომელიც განხილვების მსვლელობასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ РИА Новости წერს.

კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება, იუწყება გამოცემა.

„(ექს-პრეზიდენტ ბარაკ) ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა Hill-ს, რომ ტონი ბლინკენი, ვეტერანი დიპლომატი და ბაიდენის მოკავშირ, ამ პოსტზე ფავირიტად მიიჩნევა“, - წერს Hill.

ბლინკები წარსულში სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე იყო. ასევე სახელმწიფო მდივნის პოსტზე სავარაუდო კანდიდატებად სახელდებოდნენ სენატორები კრის კუსი და კრის მერფი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე და ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ეროვნულ უსაფრთხოებაში სიუზან რაისი.

39
4G კავშირის ანძები

დასახელდა 5G-ს რეალური საფრთხე, რომელსაც დიდი მსხვერპლის მოტანა შეუძლია

71
(განახლებულია 19:51 23.11.2020)
აშშ-ის აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის დასკვნით, 5G ანძებს მართლაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეს.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კავშირის 5G ქსელები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების სიცოცხლისთვის და მრავალრიცხოვანი ლეტალური შემთხვევების გამოწვევა შეუძლია, წერს გამოცემა The Sun ავიაციის ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით.

აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის (RTCA) მონაცემებით, რომელიც კონსულტაციას უწევს აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოს (FAA), 5G ანძების მუშაობას გარკვეულ სიხშირეებზე შეუძლია ხარვეზები შეუქმნას ლაინერების სიმაღლის მზომ რადარებს, რომლებიც 4,2–4,4 გიგაჰერცზე მუშაობენ.

როგორც RTCA-ს ანგარიშშია ნათქვამი, ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც აშშ-ის, ისე მთელი მსოფლიოს ავიაციაზე და არაერთი ავიაკატასტროფა გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.

„რისკების დეტალურ ანალიზს, რომლებიც 5G-ს გავლენას უკავშირდება, ავიაციის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია გვქონდეს იმის გარანტია, რომ უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საავიაციო სისტემები დაცული იქნება“, — განაცხადა RTCA-ს ხელმძღვანელმა ტერი მაკვენესმა.

მან მოუწოდა ყველას, ყურადღება მიაქციონ კომისიის დასკვნებს და დამატებითი კვლევები ჩაატარონ საავიაციო ტრანსპორტზე 5G ქსელების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

 

71
თემები:
მსოფლიო დღეს
დონალდ ტრამპი

ტრამპის შტაბმა პენსილვანიელი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა

33
(განახლებულია 16:15 23.11.2020)
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრამპს კენჭისყრის შედეგების სერტიფიცირების შესაჩერებლად სჭირდება, რომ რამდენიმე შტატის სასამართლომ დააკამაყოფილოს მისი სარჩელები.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა 22 ნოემბერს აპელაცია შეიტანა პენსილვანიის ფედერალური მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის სარჩელი ბიულეტენების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, იწყება ტელეარხი Fox News.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის შტაბმა აშშ-ის მესამე ოლქის სააპელაციო სასამართლოს სთხოვა, გადახედოს მოსამართლე მეთიუ ბრანის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა „უსაფუძვლო იურიდიული არგუმენტები და სპეკულაციური ბრალდებები“ წარმოადგინა.

ტელეარხის ვარაუდით, ტრამპი ამ გზით ცდილობს ხელი შეუშალოს პენსილვანიის ხელისუფლებას, დაამტკიცოს საპრეზიდენტოს არჩევნების შედეგები. არხის ჟურნალისტების თქმით, იმისათვის, რომ კენჭისყრის შედეგების სერტიფიცირების პროცედურა შეაჩეროს, ტრამპს რამდენიმე შტატის სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება სჭირდება სარჩელებზე.

პენსილვანია (20 ელექტორალური ხმა) ერთ-ერთია იმ ოთხ საკვანძო შტატს შორის, სადაც, მასმედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს თითქმის 20 ათასი ხმით უსწრებს. 

33
თემები:
მსოფლიო დღეს
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

„ადგილები აღარ არის“ - რას ამბობენ კლინიკების დირექტორები გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

0
კლინიკების დირექტორების განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას და ამასთან ერთად, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. კლინიკები გადატვირთულია, სასტუმროების გამოყენება უნდა გაფართოვდეს, ხოლო მოსახლეობა უნდა მოერიდოს თავშეყრებს და მაქსიმალურად იცავდეს ყველა რეკომენდაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ავადმყოფთა ამხელა რაოდენობას, აცხადებენ კლინიკების დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

„დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.

„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც... მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„ჩვენ ერთი კვირაა, ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში