მეცნიერი იკვლევს კორონავირუსს

თუ დაინფიცირდით: მეცნიერები კორონავირუსის ყველაზე საშიშ პერიოდს ასახელებენ

184
(განახლებულია 20:56 20.11.2020)
მეცნიერები ასახელებენ კორონავირუსის თვისებას, რომელიც მას სხვა ვირუსებისგან განასხვავებს და მის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სასწრაფოდ უნდა იყოს იზოლირებული, ვინაიდან ვირუსის აქტიურობის პიკი პირველი სიმპტომებიდან ხუთ დღეში (მაქსიმუმ ერთ კვირაში) დგება, აცხადებენ სენტ–ენდრიუს (შოტლანდია) უნივერსიტეტის მკვლევარები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, სწორედ ამ პერიოდშია ინფიცირებული ყველაზე მეტად სახიფათო ირგვლივ მყოფებისთვის.

ამასთან, მათი თქმით, ახალ კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ეს თვისება უწყობს ხელს გავრცელდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ორი სხვა ზოონოზური ვირუსი — SARS-CoV და MERS-CoV, რომელთა აქტიურობის პიკი უფრო გვიან დგება.

შოტლანდიელი მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ დროული თვითიზოლაცია და საზოგადოების ინფორმირებულობა კორონავირუსული დაავადების სიმპტომების შესახებ ჯერჯერობით კვლავ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო ზომად ინფექციის შეკავების კუთხით.  

 

184
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (563)
4G კავშირის ანძები

დასახელდა 5G-ს რეალური საფრთხე, რომელსაც დიდი მსხვერპლის მოტანა შეუძლია

71
(განახლებულია 19:51 23.11.2020)
აშშ-ის აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის დასკვნით, 5G ანძებს მართლაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეს.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კავშირის 5G ქსელები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების სიცოცხლისთვის და მრავალრიცხოვანი ლეტალური შემთხვევების გამოწვევა შეუძლია, წერს გამოცემა The Sun ავიაციის ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით.

აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის (RTCA) მონაცემებით, რომელიც კონსულტაციას უწევს აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოს (FAA), 5G ანძების მუშაობას გარკვეულ სიხშირეებზე შეუძლია ხარვეზები შეუქმნას ლაინერების სიმაღლის მზომ რადარებს, რომლებიც 4,2–4,4 გიგაჰერცზე მუშაობენ.

როგორც RTCA-ს ანგარიშშია ნათქვამი, ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც აშშ-ის, ისე მთელი მსოფლიოს ავიაციაზე და არაერთი ავიაკატასტროფა გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.

„რისკების დეტალურ ანალიზს, რომლებიც 5G-ს გავლენას უკავშირდება, ავიაციის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია გვქონდეს იმის გარანტია, რომ უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საავიაციო სისტემები დაცული იქნება“, — განაცხადა RTCA-ს ხელმძღვანელმა ტერი მაკვენესმა.

მან მოუწოდა ყველას, ყურადღება მიაქციონ კომისიის დასკვნებს და დამატებითი კვლევები ჩაატარონ საავიაციო ტრანსპორტზე 5G ქსელების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

 

71
თემები:
მსოფლიო დღეს
დონალდ ტრამპი

ტრამპის შტაბმა პენსილვანიელი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა

33
(განახლებულია 16:15 23.11.2020)
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრამპს კენჭისყრის შედეგების სერტიფიცირების შესაჩერებლად სჭირდება, რომ რამდენიმე შტატის სასამართლომ დააკამაყოფილოს მისი სარჩელები.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა 22 ნოემბერს აპელაცია შეიტანა პენსილვანიის ფედერალური მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის სარჩელი ბიულეტენების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, იწყება ტელეარხი Fox News.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის შტაბმა აშშ-ის მესამე ოლქის სააპელაციო სასამართლოს სთხოვა, გადახედოს მოსამართლე მეთიუ ბრანის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა „უსაფუძვლო იურიდიული არგუმენტები და სპეკულაციური ბრალდებები“ წარმოადგინა.

ტელეარხის ვარაუდით, ტრამპი ამ გზით ცდილობს ხელი შეუშალოს პენსილვანიის ხელისუფლებას, დაამტკიცოს საპრეზიდენტოს არჩევნების შედეგები. არხის ჟურნალისტების თქმით, იმისათვის, რომ კენჭისყრის შედეგების სერტიფიცირების პროცედურა შეაჩეროს, ტრამპს რამდენიმე შტატის სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება სჭირდება სარჩელებზე.

პენსილვანია (20 ელექტორალური ხმა) ერთ-ერთია იმ ოთხ საკვანძო შტატს შორის, სადაც, მასმედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს თითქმის 20 ათასი ხმით უსწრებს. 

33
თემები:
მსოფლიო დღეს
სანდრა გადელია

სანდრა გადელია საბავშვო ევროვიზიაზე მეშვიდე ნომრად წარდგება

0
სანდრა გადელია კონკურსზე წარადგენს გიორგი კუხიანიძის სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ და, როგორც ყველა მონაწილე, სამშობლოდან იმღერებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი „საბავშვო ევროვიზია-2020-ზე“ სანდრა გადელია კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა, აღნიშნულია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორი იქნება ევროვიზიის საიმიჯო კლიპი – ვიდეო >>

მე-18 საერთაშორისო კონკურსის - „საბავშვო ევროვიზია-2020-ის“ ფინალი მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 29 ნოემბერს პოლონეთში ვიდეოხიდის ფორმატით გაიმართება. საორგანიზაციო ჯგუფი და წამყვანები ღონისძიებას ვარშავის სტუდიიდან გაუძღვებიან, ყოველი მონაწილე კი სიმღერას თავის სამშობლოში შეასრულებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ.

კონკურსანტი საქართველოდან შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის.

მე-18 საერთაშორისო ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, სერბეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) გახდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა