პუტინმა G20–ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

რას განიხილავს პუტინი G20-ის სამიტზე

35
(განახლებულია 19:54 20.11.2020)
G20-ის სამიტის თემა, რომლის მოწვევასაც საუდის არაბეთი ონლაინ–რეჟიმში გეგმავს, COVID-19-ის პანდემიაზე კოორდინირებული რეაგირება იქნება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის მთავარი თემა COVID-19-თან ბრძოლა და მსოფლიო ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგების მინიმიზაცია იქნება, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.

„წელს ყველასთვის ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ყველა თანხმდება, რომ ეს თემა კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლა და ასევე მთელ მსოფლიოში სოციალურ–ეკონომიკურ სფეროზე პანდემიის შედეგების მინიმიზაციაა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, სამიტის შედეგებზე პუტინი პრესისთვის ბრიფინგს არ გამართავს, ასევე არ გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

„დიდი ოცეულის“ სამიტი 21–22 ნოემბერს საუდის არაბეთის მასპინძლობით ონლაინ–ფორმატში გაიმართება. მსოფლიო ლიდერები განიხილავენ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების, ენეგეტიკის, კლიმატისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს.

„ოცეულის“ მონაწილეა ოცი დიდი ეროვნული ეკონომიკა – არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, იაპონია, ევროპის კავშირი.

35
თემები:
რუსეთი დღეს (680)
შეჩერდეს COVID-19

ეს მძიმე დაავადება ადამიანს COVID-19-სგან იცავს: ისრაელის მეცნიერების კვლევა

84
(განახლებულია 15:02 03.12.2020)
მეცნიერები ასახელებენ სამ ჰიპოთეზას, რომლებითაც აიხსნება, რატომ ემართებათ COVID-19 ნაკლებად ამ დაავადების მქონე ადამიანებს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ისრაელელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაავადება, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების რისკის შემცირება შეუძლია, იუწყება პორტალი ScienceDirect-ი.

კვლევის თანახმად, ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანები ნაკლებად შეიძლება დაავადდნენ COVID-19-ით.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი იუჯინ მერზონი აღნიშნავს, რომ არსებობს სამი ჰიპოთეზა, რომელიც ამ დასკვნას ხსნის.

პირველი მიზეზი არის ის, რომ რესპირატორული ალერგია დაკავშირებულია კონკრეტული ფერმენტის მნიშვნელოვან შემცირებასთან, რომელსაც ვირუსი უჯრედში შესვლის წერტილად იყენებს.  

მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ასთმით დაავადებულთა უმეტესობა ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებს იყენებს, მათ კი კორონავირუსის რეპლიკაციის შემცირება შეუძლია.

გარდა ამისა, მეცნიერთა აზრით, ასთმით დაავადებულთა შემთხვევაში სოციალური ფაქტორიც მოქმედებს.

„დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს იცავდნენ ნიღბების ტარების, სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის წესების შესახებ“, — განმარტა კვლევის ავტორმა.

ექსპერტების აზრით, ეს კვლევა შეიძლება დადებითად აისახოს დაავადებების მქონე მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის პერსონალიზებული რეკომენდაციების შემუშავებაზე.

 

84
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ფეისბუქი

აშშ-ის ორმოცზე მეტი შტატი Facebook-ს სასამართლოში უჩივლებს: სარჩელი მზადაა

37
(განახლებულია 14:24 03.12.2020)
Facebook–ის წარმომადგენლები და ნიუ–იორკის პროკურატურის თანამშრომლები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ აღნიშნულთან დაკავშირებით

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის მთელი რიგი შტატების ადმინისტრაციები მომდევნო კვირაში კომპანია Facebook–ის წინააღმდეგ საამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ, იუწყება სააგენტო Reuters–ი წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მფლობელ კომპანიას ქვეყნის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევაში სდებენ ბრალს.

სააგენტოს ერთ–ერთი წყაროს თქმით, სასამართლოში ჩივილს 40–ზე მეტი შტატი აპირებს.

შეგახსენებთ: 6 ოქტომბერს აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 449 გვერდიანი მოხსენება წარმოადგინა, რომელიც 16 თვიან გამოძიებას ეყრდნობოდა. როგორც მოხსენებაში იყო ნათქვამი, კომპანიები: Amazon–ი, Facebook–ი, Google და Apple ბაზარზე მონოპოლისტურ ტაქტიკას იყენებენ.

20 ოქტომბერს აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა კორპორაცია Google–ს მიმართ, ვინაიდან, ხელისუფლების აზრით, ის ზიანს აყენებს კონკურენციას ონლაინ–მოედნებზე. ამერიკის ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად მოსარჩელეთა რანგში ქვეყნის 11 შტატი გამოდიოდა.

ტრამპმა სოციალური ქსელები დასაჯა: ბრძანებულება ხელმოწერილია>>

რამდენიმე დღის წინ კი The Wall Street Journal–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფედერალური ხელისუფლება კიდევ ოთხ სარჩელს ამზადებს Facebook–ისა და Google–ს წინააღმდეგ აშშ–ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო.

აღსანიშნავია, რომ Facebook–ის წარმომადგენლებმაც და ნიუ–იორკის პროკურატურის თანამშრომლებმაც უარი განაცხადეს ყველანაირ კომენტარზე.

 

 

37
თემები:
მსოფლიო დღეს
კლინიკა

რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

0
(განახლებულია 16:56 03.12.2020)
თამარ გაბუნიას განცხადებით, სიმპტომებიანი პაციენტებისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობას კლინიკაში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ–ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯები შეიძლება 500 ლარიდან ათი ათას ლარამდე მერყეობდეს – ყოველივე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. 

 „საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ხარჯებს, რომელიც ხმარდება, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის. სისტემის მომზადების საინვესტიციო ხარჯები ცალკე თემაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება, რომელიც ქვეყანაში დაიწყო და დღეში 20 ათასამდე ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ხარისხი საკმაოდ მაღალია, „ტესტის ხარისხი და სანდოობა ძალზე დიდია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და მოსახლეობას და ექიმებს მკურნალობის სწრაფად დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა გაბუნიამ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში