პაციენტი და ექიმი საავადმყოფოს პალატაში

კიდევ ერთი უცნობი თვისება: კორონავირუსისგან განკურნებულებს მძიმე შედეგები გამოუვლინდათ

419
(განახლებულია 20:08 20.11.2020)
მეცნიერებმა უკვე მოუძებნეს სავარაუდო ახსნა კორონავირუსის აქამდე უცნობ თვისებას, თუმცა ამბობენ, რომ დამატებითი კვლევების ჩატარება აუცილებელია.

თბილისი, 20 ნოემბერი ― Sputnik. კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ზოგი პაციენტი კბილების ცვენას უჩივის, იუწყება გამოცემა Huffington Post ჯგუფ Survivor Corps-ზე მოთხრობილ ისტორიებზე დაყრდნობით.

აღნიშნული ჯგუფი სოციალურ ქსელში COVID-19-სგან განკურნებულმა დიანა ბერენტმა შექმნა, სადაც კორონავირუსით დაავადებული ადამიანები საკუთარ ისტორიებს აქვეყნებენ. გამოცემამ ამ ჯგუფში აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც დაავადებისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ღრძილების სერიოზული პრობლემები და კბილების ცვენა ეწყებოდათ.

ვირუსოლოგი გვირჩევს: რომელი საპონი დაგვეხმარება COVID-19-თან ბრძოლაში>>

Huffington Post-მა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა ანგიოგენეზის ფონდის დირექტორს, ბიოლოგ უილიამ ლის. მეცნიერის განმარტებით, COVID-19-თ დაავადებულ პაციენტებში კბილების მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა კავშირში იყოს სისხლის მიმოქცევასთან ― გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი სისხლძარღვებზე ახდენს გავლენას.

„ღრძილები უკიდურესად მდიდარია სისხლძარღვებით, ხოლო კბილის შიგნით არის პულპა, ანუ კბილის „ცოცხალი, მსუნთქავი ნაწილი“, რომელიც ასევე სავსეა სისხლძარღვებითა და ნერვებით. ზიანმა, რომელსაც COVID-19 სისხლძარღვებს აყენებს, შესაძლოა განკურნების შემდეგ კბილების პრობლემებით იჩინოს თავი“, ― აცხადებს სწავლული.

გარდა ამისა, ნიუ-იორკის გლობალური ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორის ერიკ ჩოე-პენას თქმით, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში რეცეპტორ ACE2-ის დახმარებით აღწევს, რომლებიც მრავლადაა არა მარტო ფილტვებში, არამედ პირის ღრუშიც.

  • „ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს თეორიული ბიოლოგიური გზა, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსს პირის ღრუზე ზემოქმედება შეუძლია“, ― განმარტა მან.  

ამასთან ჩოე-პენას აზრით, COVID-19-სა და კბილების პრობლემებს შორის კავშირის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.  

 

419
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

4
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

4
კიშინიოვი

მოლდოვაში ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წესდება

29
(განახლებულია 20:15 27.11.2020)
ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ შეჩერდება, თუმცა მათი მოძრაობის გრაფიკში კორექტივებს შეიტანენ

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მოლდოვაში 30 ნოემბრიდან 15 იანვრამდე ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, იუწყება Sputnik–მოლდოვა.

რა შეცდომებს ვუშვებთ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებისას: ვირუსოლოგი განმარტავს>>

უფრო ადრე მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 102 894 რეგისტრირებული შემთხვევაა, 2 229 ადამიანი გარდაიცვალა. მოლდოვაში ჯანდაცვის კუთხით საგანგებო რეჟიმი 1 ოქტომბრამდე მოქმედებდა. შემდეგ გადაწყდა, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში კორონავირუსთან ბრძოლის ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლად მიიღებდა. 

მოლდოვაში 28 ნოემბრიდან იკრძალებაღამის კლუბების, დისკოთეკების, კარაოკეს, საცეკვაო მოედნების მუშაობა მათი დასახელებისგან დამოუკიდებლად. ასევე 22:00–დან 07:00 საათამდე აკრძალულია მომსახურება რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში, სასადილოებში. არ შეიძლება ღონისძიებების ორგანიზება მაყურებლის დასწრებით თეატრებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კულტურის სახლებში.

სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა დაადგინონ საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პერსონალისა და თანამშრომლების მუშაობის მოქნილი ან სპეციალური რეჟიმი. პერსონალისთვის, რომლის ყოფნა ოფისში სავალდებულო არაა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური მუშაობის პირობები.

როგორც ჩვეულებრივ გრიპს: ცნობილი ექიმი კორონავირუსისთვის ეფექტურ პრეპარატებს ასახელებს>>

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, დაშვებულია მასობრივი და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება არა უმეტეს 50 ადამიანისა, თუ დაცული იქნება სანიტარულ–ჰიგიენური წესები და შევსებული იქნება ეპიდემიოლოგიური ანკეტები.

29
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში