მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სენეგალში ასზე მეტი ადამიანი უცნობი სენით დაავადდა

© photo: Sputnik / RAMIL SITDIKOV / გადასვლა მედიაბანკშისენეგალელი ქალი
სენეგალელი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარაუდობენ, რომ უცნობი დაავადების წყარო ღია ზღვაშია, რადგან დაავადებულები ძირითადად მეთევზეები არიან.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ასზე მეტი სენეგალელი მეთევზე უცნობი სენით დაავადდა – მათ აღენიშნებათ გამონაყარი ქეცის სახით, იუწყება РИА Новости ადგილობრივ გაზეთ Dacar Actu-ზე დაყრდნობით.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 მსოფლიოში: 20 ნოემბრის მონაცემები

დაავადება ქვეყნის დასავლეთში გავრცელდა. მისი კერა საპორტო ქალაქებს რუფისკსა და მბურს შორის მდებარეობს, დედაქალაქ დაკარასთან ახლოს.

როგორც ვარაუდობენ, დაავადების წყაროა ღია ზღვა, რადგან ის ძირითადად მეთევზეებს აღენიშნებათ, რომლებიც რუფისკსა და მბურს შორის გადიოდნენ ზღვაში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამედიცინო სამსახურებმა გუშინ საგანგებო თათბირი მოაწყვეს, რომელსაც თევზჭერის დარგის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0