ბნელი ენერგია

მეცნიერებმა ადამიანის ტვინსა და კოსმოსს შორის საოცარი მსგავსება აღმოაჩინეს: ფოტო

99
(განახლებულია 17:23 18.11.2020)
იტალიელმა ასტროფიზიკოსმა და ნეიროქირურგმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინისა და ხილული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესებში ერთი და იგივე კანონები მოქმედებდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. იტალიელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ნეირონული ქსელების სტრუქტურა სამყაროს გალაქტიკების ქსელს შეადარეს და მათ შორის ბევრი მსგავსება აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers of Physics.

​ადამიანის ტვინი და სამყარო ორი ურთულესი ბუნებრივი სისტემაა. ასტროფიზიკოსმა ფრანკო ვაცამ და ნეიროქირურგმა ალბერტო ფელეტიმ ივარაუდეს, რომ მიუხედავად მასშტაბში უზარმაზარი სხვაობისა, ფიზიკური პროცესები ამ სისტემებში ერთი და იმავე კანონების შესაბამისად მიმდინარეობდა. შედეგად – ჩამოყალიბდა მსგავსი დონის სირთულისა და თვითორგანიზაციის სტრუქტურები.

​ადამიანის ტვინი უზარმაზარი ნეირონული ქსელის წყალობით ფუნქციონირებს, რომელიც დაახლოებით 69 მილიარდ ნეირონს ითვლის. ხილული სამყარო მინიმუმ 100 მილიარდი გალაქტიკისგან შედგება. გრძელი მწკრივებისა და კვანძების სახით განლაგებული ნეირონები და გალაქტიკები სისტემების მასის მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს, 70 პროცენტი კი პასიურ კომპონენტებზე მოდის — წყალზე ტვინში და ბნელ ენერგიაზე ხილულ სამყაროში.

მკვლევარებმა საერთო მახასიათებლების საფუძველზე ორივე სისტემაში მატერიის ფლუქტუაციის შედარებითი მოდელი შეადგინეს და მათი სტრუქტურული, მორფოლოგიური და ქსელური თვისებები შეისწავლეს.

„გასაოცარი მსგავსების ხარისხი, რასაც ჩვენი ანალიზი აჩვენებს, მეტყველებს იმაზე, რომ ორივე რთული სისტემის თვითორგანიზაცია ქსელის დინამიკის ერთნაირი პრინციპების შესაბამისად ფორმირდება“, — წერენ სტატიის ავტორები.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებულ მეთოდს კოსმოლოგიაშიც გამოიყენებენ და ნეიროქირურგიაშიც, რაც როგორც თავის ტვინის, ისე სამყაროს ევოლუციის დინამიკის უკეთ გაგებას გახდის შესაძლებელს.

99
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (578)
გამელოტება

ჩვეულებრივი სასმელი გამელოტების წინააღმდეგ: როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

143
(განახლებულია 20:51 04.12.2020)
მეცნიერებმა არა მარტო მღრღნელებზე, არამედ ადამიანებზეც გამოსცადეს აღნიშნული საშუალება და მან ეფექტურობა ორივე შემთხვევაში დაადასტურა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების თავიდან ასაცილებლად წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ წვანე ჩაი, წერს გამოცემა Daily Express.

მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ჩაიში შემავალი ორგანული ნივთიერება კატეხინები ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის ნეგატიურ ეფექტებს ბლოკავს. სწორედ ეს ორი ჰორმონი აქვეითებს თმის ზრდას და აჩქარებს ცვენის პროცესს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც გამელოტებას უჩიოდნენ. ექსპერიმენტის დროს საკვლევ პირებს თავის კანზე მწვანე ჩაის ექსტრაქტს უსვამდნენ. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ თმამ აქტიურად დაიწყო ზრდა.

კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა მღრღნელებზე. სწავლულები თაგვების საჭმელში რეგულარულად ურევდნენ მწვანე ჩაის ექსტრაქტს. ნახევარი წლის შემდეგ მათ ბეწვის ზრდა დაეწყოთ.

აღსანიშნავია, რომ როცა ადამიანს დღეში 50-დან 100-მდე ღერი თმა სცვივა, ეს სრულიად ნორმალურია და ბუნებრივი, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი მაღალია, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს.

 

143
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (578)

შეიქმნა ანტიკოვიდური ქაღალდი, რომელიც კორონავირუსს სრულად ანადგურებს

94
(განახლებულია 19:00 04.12.2020)
ჩეხი მეცნიერების მიერ შექმნილ ინოვაციურ ქაღალდს, რომელმაც ტესტირებისას დაადასტურა სრული ეფექტურობა, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერება გამოიგონეს ქაღალდი, რომელსაც მის ზედაპირზე მოხვედრილი ვირუსების, მათ შორის, ახალი ტიპის კორონავირუსის განადგურება შეუძლია, იუწყება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK.

სიახლის ერთ-ერთი შემქმნელის ირჟი სობეკის თქმით, მეცნიერებმა ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, როდესაც მესამე სამყაროს რიგმა ქვეყნებმა ფულის კუპიურებიდან სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შესახებ განაცხადეს. ჩეხი სწავლულები გამოეხმაურნენ მოთხოვნას და თუთიისა და ვერცხლის გამოყენებით ანტიბაქტერიული ქაღალდი შექმნეს.

მას შემდეგ კი, რაც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ქაღალდისთვის არა მარტო ბაქტერიების, არამედ ვირუსების განადგურების უნარიც მიენიჭებინათ.

შედეგად – შექმნეს ქაღალდი, რომელიც თავის ზედაპირზე მოხვედრილი კორონავირუსის ყველა ნაწილაკს კლავს.

„ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ქაღალდის ზედაპირზე ყველა ვირუსი ათ წუთში 70%-ით ნადგურდება, ხოლო ნახევარ საათში კორონავირუსი მთლიანად ნადგურდება“, — განაცხადა ირჟი სობეკმა.

ახლა ქიმიკოსები იმაზე მუშაობენ, რომ კიდევ უფრო დააჩქარონ ვირუსების განადგურების პროცესი.

ჩეხ სწავლულებს მიაჩნიათ, რომ მათი „ანიკოვიდური ქაღალდი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, ფართოდ იქნება გამოყენებული ფულის კუპიურებისა და სხვადასხვა დოკუმენტების დამზადებაში. უახლოეს პერიოდში ქვეყანაში პირველი 10 ტონა „ანიკოვიდური ქაღალდის“ წარმოება იგეგმება.

 

94
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (578)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 5 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:18 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 5 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე ლომის ნიშანში – ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, აქტიური მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საკითხების მიღება, კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების იმედად ყოფნა, პასიურობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: წარმატებული და იღბლიანი დროა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: ლომი არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

0