თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ძილის ხანგრძლივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გულის უკმარისობისგან დასაცავად, იუწყება გამოცემა Express ტულეინის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.
სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძილის შედარებით ჯანმრთელი რეჟიმი აქვთ, გულის დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად უქვეითდებათ.
ასეთ ჯანმრთელ რეჟიმად მეცნიერები ყოველ ღამე შვიდ–რვა საათიან ძილს მიიჩნევენ.
კვლევის პროცესში მეცნიერები 37-დან 73 წლამდე ასაკის 408.802 ადამიანს დააკვირდნენ, რომელთაგან 5.221-ს გულის უკმარისობის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელებს ძილის პრობლემები აღენიშნებოდათ: ზოგს უძილობა აწუხებდა, ზოგი ხშირად იღვიძებდა ღამღამობით საკუთარი ხვრინვის გამო, სხვებს კი მცირე ხნით ეძინათ.
მანამდე ჩინელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღისით ერთ საათზე მეტი ხნით ძილი სასიკვდილოდ სახიფათოა. ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც დღისით რეგულარულად ეძინათ ერთ საათზე მეტხანს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 34%-ით, ხოლო სხვა მიზეზებით სიკვდილიანობის რისკი 30%-ით ეზრდებოდათ.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ყურადღებით სწავლობს ელექტრონული დოლარის შექმნის საკითხს, განაცხადა Federal Reserve–ს ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა.
მისი თქმით, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყნის საბანკო სისტემას ზიანი არ მიადგეს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ საკითხს, შემოვიღოთ თუ არა ელექტრონული დოლარი. ამ საკითხს მსოფლიოს ცენტრალური ბანკები სწავლობენ... არსებობს სერიოზული ტექნიკური და მარეგულირებელი საკითხებოი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს“, — განაცხადა პაუელმა სენატის საბანკო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, Federal Reserve აპირებს, ფართო კონსულტაციები გამართოს საზოგადოებასთან ელექტრონული დოლარის შემოღების მიზანშეწონილობაზე.
ამასთან Federal Reserve–ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მუშაობის პროცესში თავი უნდა აარიდონ რაღაც ისეთი სიახლის შექმნას, რაც მადესტაბილიზებელ როლს ითამაშებს ან საბანკო სისტემიდან ფულს გაიტანს.
აღსანიშნავია, რომ ჯერომ პაუელმა პროექტი „მაღალპრიორიტეტულად“ შეაფასა და თქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მასში დიდ დროსა და შრომას აბანდებს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. პაკისტანელი სამართალდამცველები დამნაშავის დევნის უჩვეულო მეთოდს ითვისებენ, კერძოდ, გორგოლაჭებით სირბილს, იუწყება მასმედია.
აღინიშნება, რომ ორი ათეული პოლიციელისგან შემდგარი სპეციალური რაზმი უკვე გადის წვრთნებს ქალაქ ყარაჩიში დამნაშავეებთან ბრძოლისთვის.
სამართალდამცველების თქმით, ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები გამვლელებს ჩანთებსა და ტელეფონებს სტაცებენ, მერე კი ყარაჩის ვიწრო ქუჩებში იმალებიან. სწორედ ამიტომ გორგოლაჭები საუკეთესო საშუალებაა მათ სწრაფად სადევნად და დასაკავებლად.
სპეციალურ რაზმს ასევე ასწავლიან კიბეებზე ხტომასა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას გორგოლაჭებით დევნისას.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი „როლიკებიანი“ პატრული ყარაჩიში მომდევნო თვეში გამოჩნდება.
მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. ლიპყინული და თოვლი გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი საშიშია, საქართველოში კი ზამთრის საბურავებს დიდი ნაწილი არ იყენებს და მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის საბურავებით გადაადგილდება.
ამიტომ ოთხშაბათს საღამოს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში უამრავი ავარია მოხდა. ღამით თბილისში -6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 0 - +1, მოსალოდნელია თოვაც. კვირის ბოლოს კი კარგი ამინდია მოსალოდნელი.