მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამასიდან რვამდე: შვედეთის პრემიერმა თავყრილობებზე მკაცრი შეზღუდვა დააწესა

© photo: Sputnik / Alexsey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიშვედეთის პრემიერ-მინისტრი შტეფან ლოვენი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი შტეფან ლოვენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ქვყენაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, 300 კაცზე მეტის თავშეყრა იყო აკრძალული.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების გამო შვედეთში რვა კაცზე მეტის ერთად შეკრება იკრძალება, იუწყება სააგენტო Reuters ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შტეფან ლოვენის განცხადებაზე დაყრდნობით.

სტოკჰოლმი, შვედეთი - Sputnik საქართველო
შვედეთმა კორონავირუსის მეორე ტალღის პროგნოზი მცდარად აღიარა

აღსანიშნავია, რომ მანამდე შვედეთში 300-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იყო აკრძალული.

„ეს ახალი ნორმაა მთელი მოსახლეობისთვის. არ იაროთ სპორტდარბაზებში, არ იაროთ ბიბლიოთეკებში, არ მოაწყოთ წვეულებები. გააუქმეთ ყველაფერი“, — განაცხადა ლოვენმა.

მანამდე შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ აღიარა, რომ მისი პროგნოზი კორონავირუსის მეორე ტალღის განვითარებასთან დაკავშირებით მცდარი იყო. ქვეყნის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებზე უარის თქმით კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდებოდა, რომელიც შემოდგომაზე ხელს შეუშლიდა დაავადების გავრცელებას. მაგრამ რეალურად ქვეყანამ სხვა სურათი მიიღო: ამ დროისათვის შვედეთში ჰოსპიტალიზაციის დონე სხვა ევროპულ ქვეყნებზე მაღალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0