მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანმა პომპეოსთან შესახვედრად ვერ მოიცალა

© AP Photo / Burhan Ozbiliciრეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაიკ პომპეოს ვიზიტი სტამბულში კოსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრის მიზნით იყო დაგეგმილი, ქვეყნის დედაქალაქში ჩასვლა კი გრაფიკით გათვალისწინებული არ იყო.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ვერ მონახა დრო ქვეყანაში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შესახვედრად, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

„სახელმწიფო მდივანს, თურქეთის ოფიციალურ პირებს — საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს ჩათვლით და, ვფიქრობ, პრეზიდენტ ერდოღანსაც სურდათ ეს მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტ ერდოღანის განრიგი შეიცვალა და მან ვერ შეძლო ჩატეულიყო იმ პარამეტრებში, რომლებიც ჩვენ დავუდეთ საფუძვლად სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს“, — განაცხადა დიპლომატმა სტამბულში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის უთანხმოება არსებობს, მაგრამ ჟურნალისტების დაჟინებულ შეკითხვაზე, მაინც რა შეიძლებოდა სწყენოდა ერდოღანს, მან განაცხადა, რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის ლიდერის განრიგში იყო.

მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის

„არ მგონია, თურქეთის ხელისუფლება ფიქრობდეს... რომ მათ ხელი ჰკრეს. ეს განრიგის საკითხი იყო. თურქებმა ძალიან კარგად იციან აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლესი ეშელონებიდან — პრეზიდენტიდან ქვემოთ, როგორია ჩვენი შეხედულებები იმ საკითხებზე, რომლებშიც ჩვენ ვერ ვთანხმდებით“, — დაამატა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

უთანხმოებებზე საუბრისას დიპლომატმა დააზუსტა, რომ საუბარია სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებაზე — აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ლიბიისა და სირიის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეო სტამბულს კოსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრის მიზნით ეწვია, ანკარაში ჩასვლა კი მის გრაფიკში დაგეგმილი არ იყო.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ანკარამ რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები (С-400) შეიძინა. ვაშინგტონი ანკარისგან გარიგებაზე უარის თქმასა და რუსული სისტემის ამერიკული კომპლექსი Patriot-ით ჩანაცვლებას მოითხოვდა, ემუქრებოდა რა ანკარას გამანადგურებელ F-35-ის მიყიდვის შეწყვეტითა და CAATSA-ს შესაბამისი სანქციების დაწესებით. ანკარამ უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე და ამ დათმობაზე არ წავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0