თბილისი, 17 ნოემბერი — Sputik. აშშ-ის შტატ ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების თავიდან გადათვლის პროცესში ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის 2,6 ათასზე მეტი დაუთვლელი ბიულეტენია აღმოჩენილი, იუწყება ადგილობრივი გაზეთი Atlanta Journal-Constitution.
სავარაუდოდ, შეცდომა ბიულეტენების სკანერის აპარატის გაუმართაობის გამო მოხდა. გაზეთის ინფორმაციით, აღმოჩენილი ბიულეტენები შესაძლოა დაეხმაროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შეამციროს სხვაობა დემოკრატი ჯო ბაიდენისთვის მიცემული ხმების რაოდენობაში, რომელიც მედიასაშუალებებმა უკვე გამოაცხადეს არჩევნებში გამარჯვებულად.
ჯორჯიის საარჩევნო კომისიის თანამშრომელმა გებრიელ სტერლინგმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი არ არის ტექნიკური გაუმართაობის ბრალი და ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სადაც ჩაუთვლელი ბიულეტენები აღმოაჩინეს, გადადგომისკენ მოუწოდა.
მინიმალური სხვაობა შედეგებში: ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან>>
ჯორჯია (16 ელექტორალური ხმა) ერთ-ერთია იმ ოთხი შტატიდან, რომლებშიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვრონ არჩევნების საბოლოო შედეგი.