მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური: ვინ ლიდერობს ეგზიტპოლებით

52
მოლდოვის მოქალაქეები უახლოესი ოთხი წლის ვადით ირჩევდნენ სახელწმიფოს მეთაურს ორ კანდიდატს - მოქმედ პრეზიდენტსა და ექს-პრემიერს შორის

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასრულებულია, ამ დროისთვის საარჩევნო უბნები დახურულია, იუწყება Sputnik-მოლდოვა.

კვირას მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოლდოვის მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს უახლოესი ოთხი წლის ვადით ირჩევდნენ. მეორე ტურში კენჭს იყრიდნენ მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ექს-პრემიერი, პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ.

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ კენჭისყრის დღეს 200-ზე მეტი დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიიღო, მიმდინარეობს შემოწმება. საუბარია არჩევნების დღეს აგიტაციაზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობებზე და სხვა დარღვევებზე.

მოლდოვის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს,

ეგზიტპოლის მონაცემებით. რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია Intellect Group-მა და საზოგადოებრივმა ასოციაცია SPERO-მ ჩაატარეს, რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე იმარჯვებს პარტია „მოქმედება და სამართლის“ ლიდერი მაია სანდუ, რომელმაც მეორე ტურში ხმების თითქმის 55% მიიღო. მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ამომრჩეველთა ხმების 45% მოიპოვა.

52
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

78
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

78
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
საპროტესტო აქცია პარიზში

მასშტაბური საპროტესტო აქცია პარიზში არეულობებში გადაიზარდა - ვიდეო

51
თავიდან მშვიდობიანი აქცია არეულობებში მას მერე გადაიზარდა, რაც პოლიციის მისამართით მომიტინგეებმა ბოთლები და ფოიერვერკები ისროლეს, სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. მედიის თავისუფლების მხარდამჭერი მასობრივი მანიფესტაცია პარიზში არეულობებში გადაიზარდა, იუწყება РИА Новости.

საფრანგეთის უმსხვილესი პროფკავშირების ორგანიზებით გამართულმა აქციამ მონაწილეთა უზარმაზარი რაოდენობა შეკრიბა. მომიტინგეები 14:00 საათზე მსვლელობით გაემართნენ რესპუბლიკის მოედნიდან ბასტილიის მოედნის მიმართულებით.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უმსხვილესი ფრანგული მედიის წარმომადგენლებმა - გაზეთი Monde, ჟურნალი Paris Match, რადიოსადგური RFI, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“. გარდა ამისა, მანიფესტაციას შეუერთდნენ ადვოკატები, როლებიც აქციაზე შავ მანტიებში გამოწყობილები გამოცხადდნენ, და ზოგიერთი პარლამენტარები. კოლონაში ყვითელჟილეტიანებიც ჩანდნენ.

საათნახევარში მშვიდობიან დემონსტრაციას შეუერთდა შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანების მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ისინი ჯერ პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს გაჰყვიროდნენ, შემდეგ კი ძალოვანებს ბოთლები და ფოიერვერკები ესროლეს. ხულიგნებმა ასევე ნაგვის დიდ კონტეინერს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციელებმა უკან დაიხიეს და ამავე დროს ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

კანონპროექტის არსი

სამშაბათს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გლობალური უსაფრთხოების შესახებ", რომლის 24-ე მუხლი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს „პოლიციელის ან ჟანდარმის სახის ან იდენტიფიკაციის სხვა ელემენტის გამოსახულებისათვის, მათი ფიზიკური ან ფსიქიკური ხელშეუხებლობისთვის აშკარა ზიანის მიყენების მიზნით”.

ცვლილებაში, რომელიც ამ მუხლში შევიდა, ზუსტდება, რომ ეს ზომა ვერ დაარღვევს ინფორმაციის ცოდნის უფლებას.

სტატიამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ჟურნალისტების საზოგადოებაში. მედიის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიადგება, რადგან მანიფესტაციების დროს ძალოვანების ქმედებების გადაღება შეუძლებელი გახდება.

მთავრობაში კი განაცხადეს, რომ დოკუმენტი ამ უფლებას არ არღვევს.

პარიზში ამ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდება. ბევრჯერ მანიფესტაციები დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკებებით დასრულდა.

51
თემები:
მსოფლიო დღეს
საქართელოს კალათბურთის ნაკრები

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ფინეთი „ევრობასკეტ-2022“-ის შესარჩევ მატჩში დაამარცხდა

0
(განახლებულია 09:22 29.11.2020)
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა Е შესარჩევ ჯგუფში მესამე მოგება და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთს 91:85 ანგარიშით ფინეთს მოუგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოში გაიმართა.

მოგებულთა შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე ყოფნის 35 წუთში გუნდს 19 ქულა მოუტანა. კაპიტანის ანგარიშზეა ასევე რვა მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა.

შენგელიას გარდა ათქულიანი ზღვარი გადალახა საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა მოთამაშემ - ტედ მაკფადენმა (14), ალექსანდრე ფევაძემ (11) და გივი ბაქრაძემ (10).

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა Е შესარჩევ ჯგუფში მესამე მოგება და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა. ადრე ილიას ზუროსის აღსაზრდელებმა შვეიცარიას (96:88) და სერბეთს (94:90) მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. საქართველომ კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის უფლება როგორც „ევრობასკეტ-2022“-ის მასპინძელმა ქვეყანამ ავტომატურად მოიპოვა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 30 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ კვლავ ესპოოში გამართავს.

 

0
თემები:
სპორტის ამბები