ჩატეხილი ხიდი

ინციდენტი პირდაპირ ეთერში: რეპორტიორს ხიდი ფეხქვეშ ჩაენგრა ვიდეო

462
(განახლებულია 14:26 13.11.2020)
მიუხედავად მიღებული სტრესისა, რეპორტიორისა და ოპერატორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეპორტაჟი არ შეუწყვეტიათ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კაროლინაში მდინარეზე გადებული ხიდი მაშინ გაირღვა, როდესაც მასზე მდგომი ტელეჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 12 ნოემბერს მოხდა.

ტელეარხ FOX 46-ის რეპორტიორი ემბერ რობერტსი ხიდზე იდგა და გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობაზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად, სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის იდგა, ხიდი შუაზე გაიპო და მისი ნაწილი ადიდებულ მდინარეში ჩაიშალა. 

საბედნიეროდ, რეპორტიორმა და ოპერატორმა გვერდზე გახტომა მოასწრეს და არ დაშავებულან. ამასთან, მიუხედავად სტრესისა, მათ მუშაობა არ შეუწყვეტიათ – ჩვეულებრივად განაგრძეს პირდაპირი რეპორტაჟი. 

462

Agora Awards: 2020 წლის საუკეთესო ფოტოები

12
  • უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“
  • ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“
  • გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“
  • ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“
  • ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“
  • რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“
  • იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“
  • პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“
  • იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“
  • ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“
  • ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“
  • რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“
  • ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“
  • ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“
  • რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“
ფოტოაპლიკაცია Agora-ს კონკურსის #BestPhotoOf2020 ფინალისტები გამოვლინდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საუკეთესო სურათები ფოტოკონკურსიდან

წელს კონკურსში მთელი მსოფლიოდან 8 700 ნამუშევარი მონაწილეობდა. გამარჯვებული გახდა მწყურვალი ჭიანჭველების სურათი. ფოტომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო ხუთივე შესარჩევ ტურში. 2020 წელს ფინალში 50 ფოტოგრაფი გავიდა.

ახლა ფინალისტები პირველი ადგილისათვის და მთავარი ჯილდოსთვის - 25 ათასი დოლარისთვის შეჯიბრებას განაგრძობენ. გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც პლატფორმის 3,5 მილიონი მომხმარებლის უმეტესობის ხმას მიიღებს.

გამარჯვებული გამოვლინდება 28 დეკემბერს. სულ #BestPhotoOf2020-ზე 35 ათასზე მეტი მოთხოვნა გაიგზავნა 135 ქვეყნიდან.

12
  • უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“

    უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“

  • ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“
    © photo : Agora @damiane

    ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“

  • გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“
    © photo : Agora @imkaphotos

    გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“

  • ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“
    © photo : Agora @e2ek

    ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“

  • ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“
    © photo : Agora @caokynhan

    ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“

  • რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“
    © photo : Agora @pavelkun

    რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“

  • იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“
    © photo : Agora @e.stis

    იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“

  • პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“

    პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“

  • იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“
    © photo : Agora @reiko.t

    იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“

  • ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“
    © photo : Agora @joeshellyy

    ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“

  • ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“

    ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“

  • რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“
    © photo : Agora @fondphoto

    რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“

  • ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“
    © photo : Agora @jsrpixel

    ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“

  • ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“
    © photo : Agora @matheo_jbt

    ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“

  • რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“

    რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“

COVID 19-ით დაავადებული პაციენტი კლინიკაში გადაჰყავთ

შეიძლება იოლად გამოგეპაროთ: დასახელდა COVID-19-ის ყველაზე ადრეული სიმპტომი

88
ახალი ტიპის კორონავირუსის შესწავლის პროცესში მსოფლიოს მეცნიერები ხშირ აღმოჩენებს აკეთებენ დაავადების სიმპტომატიკის კუთხით და ახალ-ახალ ნიშნებს ასახელებენ

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სიმშრალე და უსიამოვნო შეგრძნებები ცხვირში ჯერ კიდევ მანამ ვითარდება კორონავირუსით დაავადებულებში, სანამ პაციენტი ყნოსვასა და გემოს შეგრძნებას დაკარგავს, შესაბამისად, ეს სიმპტომები COVID-19-ის ყველაზე ადრეულ ნიშნებად შეიძლება ჩაითვალოს, მიაჩნიათ ესპანელ მეცნიერებს, რომელთა კვლევის შედეგებიც პრეპრინტების პორტალ medRxiv-ზეა გამოქვეყნებული.

ბარსელონის უნივერსიტეტის მკვლევარების ვარაუდით, COVID-19-ის დროს ყნოსვის დაკარგვა განპირობებულია იმით, რომ ვირუსით დაზიანებული თასისებური უჯრედები ლორწოს გამოყოფას წყვეტს, რომელიც აუცილებელია სუნებზე პასუხისმგებელი ნივთიერებებისთვის.

საკუთარი ჰიპოთეზის დასადასტურებლად, ავტორებმა კვლევა COVID-19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულ 35 პაციენტს ჩაუტარეს, რომლებსაც ყნოსვის დაკარგვა აღენიშნებოდათ.

გაირკვა, რომ მათი დაახლოებით 70 პროცენტი დაავადების საწყის ეტაპზე ცხვირში „უცნაურ შეგრძნებასა“ და სიმშრალეს უჩიოდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ცხვირი გამოურეცხეს. ეს სიმპტომები საშუალოდ 12 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დროში ემთხვეოდა ან წინ უსწრებდა ყნოსვისა და გემოს დაკარგვას — რასაც საბოლოოდ საკვლევი პირების 80-85 პროცენტი აღნიშნავდა.

მკვლევარები უჩვეულო ნაზალურ შეგრძნებებს ხსნიან იმით, რომ ცხვირის რესპირატორულ ეპითელიუმში ვირუსის მოხვედრა, განსაკუთრებით, თასისებურ უჯრედებში, ეპითელიუმის გამოშრობას იწვევს. ეს ასევე ამცირებს ყნოსვით მგრძნობელობას. გარდა ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება ასევე ცხვირხახის ეპითელიუმის პირდაპირი დაზიანება გამოიწვიოს.

მეცნიერთა აზრით, მათი კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმა აქვს.

„ცხვირში ამ შეგრძნებების არსებობა შესაძლოა ყურადსაღები იყოს როგორც დიაგნოზის დასასმელად, ისე სოციალური დისტანცირების მიზნით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც PCR ტესტები მსუბუქ შემთხვევებში არ გამოიყენება“, — წერენ სტატიის ავტორები.

მომავალში ავტორები ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებენ, რათა დეტალურად შეისწავლონ თუ როგორ მოქმედებს SARS-CoV-2 ვირუსი ეპითელური უჯრედების მუშაობაზე და ზუსტად განსაზღვრონ, რა მომენტში იცვლება ცხვირის სიმშრალე  COVID-19-ის უფრო მკაფიო სიმპტომებით.

88
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
რიკის პარკი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა

0
(განახლებულია 15:01 25.11.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე რვა ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში პარკებისა და სკვერების განახლება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, რასაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.  ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს ეკოლოგიური კუთხით მდგომარეობის გამოსწორება ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერში  სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდი სურვილი იყო.

„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თბილისი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და მწვანე ქალაქი იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სარეკრეაციო ზონების აღდგენა და კეთილმოწყობა მმართველი გუნდისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა პარკსა და სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სულ ახლახანს თბილისის მერია შეუდგა ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ვაკის პარკისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განახლებას.

 

0
თემები:
თბილისის მერია