მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ილონ მასკი ბრაზობს: ერთ დღეს გაკეთებულმა ოთხმა ტესტმა კოვიდზე სხვადასხვა პასუხები აჩვენა

© AP Photo / John Raouxილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია tesla-სა და SpaceX-ის შემქმნელი ილონ მასკი აღშფოთებულია ერთდროულად გაკეთებული ექსპრეს-ტესტების განსხვავებული პასუხებით.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ილონ მასკმა ერთ დღეში ოთხი ტესტი გაიკეთა კორონავირუსზე და განსხვავებული პასუხები მიიღო, რის შესახებაც SpaceX-ის შეფი თავად წერს საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

მისი თქმით, ოთხიდან ორი ტესტის პასუხი დადებითი იყო, ორისა კი — უარყოფითი.

​„ხდება რაღაც ძალიან ყალბი. დღეს ოთხი ტესტი გავიკეთე COVID-ზე. ორმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ორმა — დადებითი. ერთი და იგივე მოწყობილობა, ერთი და იგივე ტესტი, ერთი და იგივე მედდა. ექსპრეს–ტესტი ანტიგენებზე კომპანია BD-სგან“, — წერს ილონ მასკი.

კითხვაზე, უვლინდება თუ არა კორონავირუსის სიმპტომები, ილონ მასკმა უპასუხა, რომ მხოლოდ ჩვეულებრივი გაციების ნიშნები აქვს.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ PCR–ტესტი გაიკეთა სხვა ლაბორატორიაში, რომლის პასუხებიც დაახლოებით 24 საათში იქნება მზად.

 

ყველა ახალი ამბავი
0