აშშ-ის საარჩევნი ბიულეტენები

პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა: ბიულეტენები გადაითვლება

195
(განახლებულია 13:19 13.11.2020)
სასამართლომ დაადგინა, რომ შტატის სახელმწიფო მდივანმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და ამომრჩევლებს პირადობის დასადასტურებლად დედლაინი გაუხანგრძლივა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. პენსილვანიის შტატის სააპელაციო სასამართლომ დააკამყოფილა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბის სარჩელი, რომელიც ფოსტით მიღებული საარჩევნო ბიულეტენების დათვლის კანონიერებას ეხებოდა, იუწყება გაზეთი Philadelphia Inquirer.

დავა მიმდინარეობს იმ ამომრჩევლების ბიულეტენებზე, რომლებსაც პირადობა არ აქვთ დადასტურებული.

პენსილვანიის კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლებს პირადობის ნამდვილობის დადასტურება არჩევნების დასრულებიდან ექვსი დღის განმავლობაში, ანუ 9 ნოემბრამდე შეეძლოთ, მაგრამ შტატის მდივანმა კეტი ბუკვარმა ეს ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კეტი ბუკვარს, როგორც შტატის მდივანს, არ ჰქონდა უფლებამოსილება, დაეგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის მითითება დედლაინის შეცვლის შესახებ... რათა ზოგ ამომრჩეველს თავისი პირადობა დაედასტურებინა“, — დაადგინა რესპუბლიკელმა მოსამართლე მერი ჰანა ლივიტმა.

გაზეთი Philadelphia Inquirer ტრამპის სასამართლო გამარჯვებას „უმნიშვნელოდ“ აფასებს და აღნიშნავს, რომ საუბარია ბიულეტენების მცირე რაოდენობაზე, რომლებიც არ ჩათვლილა და გავლენა არ მოუხდენია იმ ფაქტზე, რომ ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს შტატში 54 ათასი ხმით უსწრებს.

ტრამპის შტაბი ფიცის ქვეშ მიცემული წერილობითი ჩვენებებით მიმართავს სასამართლოს>>

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართა. ამერიკის მოწინავე მედიასაშუალებებმა, კენჭისყრის შედეგების დათვლის საკუთარ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, გამარჯვებულად დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოაცხადეს. ამას არ ეთანხმება მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის თქმითაც არჩევნები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ოფიციალური შედეგები ცნობილი არ არის. ამასთან მის საარჩევნო შტაბს სარჩელები შეაქვს სხვადასხვა შტატის სასამართლოებში და ხმების თავიდან გადათვლას მოითხოვს.  

 

195
თემები:
მსოფლიო დღეს (2333)
მოჰსენ ფაჰრიზადე

ირანული მედია: ფაჰრიზადე კოსმოსიდან მართვადი იარაღითაა მოკლული

7
(განახლებულია 09:09 01.12.2020)
ირანის ხელისუფლება ფიზიკოს მოჰრენ ფაჰრიზადეს მკვლელობაში ისრაელს სდებს ბრალს და არ აპირებს, უპასუხოდ დატოვოს „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის“ აქტი

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ირანელი ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე კოსმოსიდან მართვადი იარაღით მოკლეს, იუწყება ტელეარხი Al-Alam–ი.

„მკვლელობაში გამოყენებული, ისრაელის წარმოების იარაღი თანამგზავრის მეშვეობით კონტროლდებოდა“, — წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან სააგენტო Fars–ის ინფორმაციით, ფიზიკოსს 150 მ დაშორებიდან ესროლეს  დისტანციური მართვის იარაღიდან და ფაჰრიზადესა და მისი დაცვის წევრების გარდა ადგილზე სხვა არავინ იყო.

ოფიციალურმა თეირანმა ასევე დაადასტურა, რომ უშუალოდ თავდასხმის ადგილზე შემსრულებლები არ ყოფილან.

​მოჰსენ ფაჰრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს თეირანის მახლობლად, როდესაც ის ქალაქ აბსარდისკენ მიემგზავრებოდა დაჯავშნული ავტომობილით, დაცვის სამი მანქანის თანხლებით. მძიმედ დაჭრილი ფიზიკოსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადააფრინეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ ფაჰრიზადეს მკვლელობაში, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთ ავტორად მოიაზრებდნენ, ისრაელის ხელი ერიოს. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტები და დაგმონ „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის“ აქტი.

 

7
თემები:
მსოფლიო დღეს (2333)
რუსული ვაქცინა  Спутник V

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

69
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოიყენოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, მთელ ევროკავშირზე არ გავრცელდება. იუწყება РИА Новости.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა 13 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან რუსული ვაქცინის უნგრეთში წარმოების საკითხი განიხილა. სიიარტომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში „სპუტნიკ  V“-ის მცირე პარტიების მიწოდება დეკემბერში დაიწყებოდა, უფრო მსხვილი პარტიებისა კი - იანვარში.

„ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, უმჯობესია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ იყოს დამტკიცებული. თუმცა სასწრაფო პროცედურის ფარგლებში, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენება და თავის მოქალაქეთა შორის მისი გავრცელება დაუშვას. მაგრამ ჩვენ ვაქცინის საკითხებში მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ვართ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ სახელმწიფო თავადაა პასუხისმგებელი სასწრაფო წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„თუ ვაქცინის გამოყენება ნებადართულია უნგრეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ საუბარია მის გამოყენებაზე მხოლოდ უნგრეთის ტერიტორიაზე“, - დაასკვნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) 26 ნოემბერს დაადასტურა კონტაქტები „სპუტნიკ  V“-ის მწარმოებელთან და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის გათვლა, რამდენ ხანში იქნება დამტკიცებული ასეთი პრეპარატები. ამავდროულად სააგენტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიაში აგროვებენ რესურსს ამ პროცესების დასაჩქარებლად და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლისა და ნებართვის გაცემის ვადების შესამცირებლად.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განაცხადი ევროპულ ბაზარზე რუსული ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მიღებაზე. მანასევე დასძინა, რომ  მონაცემებს აღნიშნულ პრეპარატზე ჯერ არც ევროკომისია არ ფლობს.

69
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში