მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყველაზე საზარელი და მოუხელთებელი: მეცნიერები წყალქვეშა არსების ვიდეოს აქვეყნებენ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდაივერი
დაივერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარების თქმით, Magnapinna ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი არსებაა ბუნებაში, რომელსაც რვა მეტრამდე სიგრძის საცეცები აქვს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც „საზარელი“ ღრმაწყლოვანი კალმარი Magnapinna არის აღბეჭდილი, იუწყება სამეცნიერო პორტალი Science Alert.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებები 2017 წელს მიმდინარეობდა ავსტრალიის სამხრეთი სანაპიროს მასშტაბური კვლევების ფარგლებში.

ირკვევა, რომ კალმარი Magnapinna ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი არსებაა ბუნებაში, ვინაიდან წყალში ოთხ კილომეტრამდე სირღმეზე ბინადრობს.

ამ მოლუსკის განმასხვავებელი თავისებურება — საცეცებია, რომელთა სიგრძე რვა მეტრს აღწევს და მნიშვნელოვნად აღემატება სხეულის სიგრძეს. გარდა ამისა, აქვს დიდი ფარფლები.

ყველა ახალი ამბავი
0