მაიკ პომპეო

ვინც ბაიდენს გამარჯვება მიულოცა: მაიკ პომპეომ უცხოეთის ლიდერებს მიმართა

124
(განახლებულია 13:48 11.11.2020)
ამ დროისათვის ბაიდენისთვის, რომელმაც თავი აშშ-ის პრეზიდენტად გამოაცხადა, გამარჯვება არ მიულოციათ ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ბრაზილიისა და მექსიკის ლიდერებს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უცხოეთის იმ ქვეყნების ლიდერებს მიმართა, რომლებმაც ჯო ბაიდენს უკვე მიულოცეს გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. 

„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დათვლილი ყველა ხმა“, — განაცხადა პომპეომ ტელეარხ Fox News-ის ეთერში.

მისი თქმით, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ „იურიდიული პროცესი სრულად დაცულია“.  

მანამდე პომპეომ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემას შეეხებოდა, განმარტა, რომ ხელისუფლება რბილად გადაეცემა ტრამპის მეორე ადმინისტრაციას. თუმცა იქვე დაარწმუნა ყველა, რომ ხელისუფლების გადაცემა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, ვინც არ უნდა გამოცხადდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. რამდენიმე შტატში ჯერ კიდევ არ დასრულებულა ხმების დათვლა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატებმა მას „გამარჯვება მოპარეს“, რის გამოც მისი შტაბი ხმების თავიდან გადათვლას მოითხოვს და შესაბამისი სარჩელები შეაქვს სასამართლოებში.

აშშ-ში არჩევნების გამოძიება იწყება: გენპროკურორმა დავალება გასცა>>

ჯო ბაიდენს, რომელიც ამერიკის მეინსტრიმულმა მედიამ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა, უცხოეთის ბევრი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებამაც, უკვე მიულოცა გამარჯვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ დემოკრატი კანდიდატისთვის მილოცვას აყოვნებენ ბრაზილიის, მექსიკის, ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები.

გუშინ გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 17–18 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.  

 

124
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

16
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

16
კიშინიოვი

მოლდოვაში ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წესდება

38
(განახლებულია 20:15 27.11.2020)
ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ შეჩერდება, თუმცა მათი მოძრაობის გრაფიკში კორექტივებს შეიტანენ

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მოლდოვაში 30 ნოემბრიდან 15 იანვრამდე ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, იუწყება Sputnik–მოლდოვა.

რა შეცდომებს ვუშვებთ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებისას: ვირუსოლოგი განმარტავს>>

უფრო ადრე მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 102 894 რეგისტრირებული შემთხვევაა, 2 229 ადამიანი გარდაიცვალა. მოლდოვაში ჯანდაცვის კუთხით საგანგებო რეჟიმი 1 ოქტომბრამდე მოქმედებდა. შემდეგ გადაწყდა, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში კორონავირუსთან ბრძოლის ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლად მიიღებდა. 

მოლდოვაში 28 ნოემბრიდან იკრძალებაღამის კლუბების, დისკოთეკების, კარაოკეს, საცეკვაო მოედნების მუშაობა მათი დასახელებისგან დამოუკიდებლად. ასევე 22:00–დან 07:00 საათამდე აკრძალულია მომსახურება რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში, სასადილოებში. არ შეიძლება ღონისძიებების ორგანიზება მაყურებლის დასწრებით თეატრებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კულტურის სახლებში.

სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა დაადგინონ საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პერსონალისა და თანამშრომლების მუშაობის მოქნილი ან სპეციალური რეჟიმი. პერსონალისთვის, რომლის ყოფნა ოფისში სავალდებულო არაა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური მუშაობის პირობები.

როგორც ჩვეულებრივ გრიპს: ცნობილი ექიმი კორონავირუსისთვის ეფექტურ პრეპარატებს ასახელებს>>

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, დაშვებულია მასობრივი და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება არა უმეტეს 50 ადამიანისა, თუ დაცული იქნება სანიტარულ–ჰიგიენური წესები და შევსებული იქნება ეპიდემიოლოგიური ანკეტები.

38
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

0
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში