მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპმა პენტაგონის შეფი მოხსნა: ცნობილია ახალი თავდაცვის მინისტრის ვინაობა

© AP Photo / Alex Brandonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტსა და პენტაგონის შეფს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ესპერმა მასობრივი პროტესტების სამხედრო ძალის დახმარებით აღკვეთა გააკრიტიკა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის შესახებაც საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

პრეზიდენტის განცხადებით, ესპერის ადგილს აშშ-ის ანტიტერორისტული ეროვნული ცენტრის შეფი კრისტოფერ მილერი დაიკავებს, რომელიც ჯერჯერობით თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

​„კრისი დიდებულად შეასრულებს საქმეს! მარკ ესპერი მოხსნილია. მინდა მადლობა გადავუხადო მას სამსახურისთვის“, — დაწერა ტრამპმა.

პრეზიდენტსა და პენტაგონის შეფს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ზაფხულში რასობრივ ნიადაგზე მასობრივი გამოსვლების დროს ესპერმა გააკრიტიკა სამხედროების გამოყვანა არეულობების ჩასახშობად და მაროდიორობის აღსაკვეთად. ესპერის აზრით, პროტესტის მონაწილეების დასაშლელად სამხედრო ძალის გამოყენება აუცილებელი არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მისმა სიტყვებმა უკმაყოფილება გამოიწვია თეთრ სახლში, რის შემდეგაც დაიწყო კიდეც ლაპარაკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თავად დონალდ ტრამპს არ განუმარტავს ესპერის მოხსნის მიზეზები.

 

ყველა ახალი ამბავი
0