ჯო ბაიდენი

ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი ყოვნდება: დასახელდა მიზეზი

73
(განახლებულია 14:00 10.11.2020)
აშშ-ის სერვისების გენერალურ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ უღიარებია ჯო ბაიდენი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, რაც მისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას აყოვნებს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მასმედიის მიერ აშშ-ის ახალ პრეზიდენტად აღიარებული ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას აშშ-ის სერვისების გენერალური ადმინისტრაცია (GSA) გაახმოვანებს, იუწყება ტელეარხი CNBC.

არხის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე USAID-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბარსამ თქვა კერძო საუბარში, რომლის ჩანაწერიც ჩაუვარდა ხელში ტელეარხს.

ბარსას თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

„სანამ GSA-ს ხელმძღვანელი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, არაფერი არ შეიცვლება“, — ხაზგასმით აღნიშნა ბარსამ.

მანამდე გაზეთი Politico წერდა, რომ GSA-ს ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ უარი თქვა ფორმალობის დაცვაზე და ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებაზე. გამოცემა განმარტავს, რომ სანამ მერფი ბაიდენს გამარჯვებულად არ გამოაცხადებს, მანამ მისი გუნდი ვერც მთავრობის ფინანსებზე მიიღებს წვდომას და ვერც ფედერალურ უწყებებთან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტების აზრით, ამგვარი დაყოვნება ბაიდენის გეგმების განხორციელებას ხელს შეუშლის.

რატომ არ ულოცავს პუტინი გამარჯვებას ბაიდენს: კრემლის განმარტება>>

ამასთან აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარიმ ფედერალურ პროკურორებს დაავალა, საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოსავლენად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარონ გამოძიება. ხოლო დონალდ ტრამპი, როგორც ამას ტელეარხი Fox News აცხადებს წყაროზე დაყრდნობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს დამარცხებას, თუ მისი შტაბის მიერ წამოწყებული იურიდიული პროცესები წარუმატებლად დასრულდება.

 

73
თემები:
მსოფლიო დღეს (2334)
ხელების ფორმის წყარო

უნიკალური არტეფაქტი: მილიარდზე მეტი წლის წყალი მუზეუმში გამოიფინება

7
(განახლებულია 09:37 01.12.2020)
მკვლევარებმა ანალიზი ჩაუტარეს წყალს და დაადგინეს, რომ ის ათჯერ უფრო „ასაკოვანი“ იყო, ვიდრე წყალი, რომელიც მანამდე ყველაზე უხნესად მიჩნეოდა მსოფლიოში

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმმა კოლექციაში მიიღო ბოთლი მილიარდზე მეტი წლის წყლით, იუწყება მუზეუმის პრესსამსახური.

„ეს არის მილიარდზე მეტი წლის წყალი შუშის ბოთლში, რომელიც კაცობრიობის მიერ გამოვლენილ ნიმუშებს შორის ყველაზე ძველი გამდინარე წყალია“, — წერს მუზეუმი.

​გავრცელებული ინფორმაციით, წყალი 2009 წელს მოაგროვეს მიწის ქვეშ 2,4 კმ სიღრმეზე — კიდ–კრიკის მაღაროში.

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, წყლის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი საშუალო ასაკი ათჯერ აჭარბებდა იმ წყლის ასაკს, რომელიც მანამდე მიიჩნეოდა უძველესად.

აღსანიშნაია, რომ გარდა არტეფაქტული წყლისა, მუზეუმში ასევე დაცულია ის ინსტრუმენტები, რომლებიც მის მოსაპოვებლად იყო გამოყენებული.

 

7
თემები:
მსოფლიო დღეს (2334)
კორონავირუსის ეპიდემია თურქეთში

თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს და კომენდანტის საათს აწესებს

8
(განახლებულია 00:49 01.12.2020)
კომენდანტის საათი იმოქმედებს 21:00-დან 5:00 საათამდე სამუშაო დღეებში, ასევე პარასკევის 21:00 საათიდან ორშაბათის 05:00 საათამდე. საჯარო დაწესებულებები 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებენ

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თურქეთში 1 დეკემბრიდან შეჩერდება აბანოების, აუზების და სპორტდარბაზების მუშაობა, სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„აბანოები, საუნები, აუზები, სპორტდარბაზები სამშაბათიდან მუშაობას წყვეტენ. სავაჭრო ცენტრებში შეუშვებენ მომხმარებელთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას და ისიც მხოლოდ ციფრული კოდით. ასევე შეიზღუდება ღია სივრცეებში ხალხმრავალი ადგილების მონახულება. კომენდანტის საათი იმოქმედებს 21:00-დან 5:00 საათამდე სამუშაო დღეებში, ასევე პარასკევის 21:00 საათიდან ორშაბათის 05:00 საათამდე. საჯარო დაწესებულებები 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებენ“, - განაცხადა ერდოღანმა ტელემიმართვისას.

„ჩვენ ვსწავლობთ ყველა ვაქცინას, რომელიც ცდების ბოლო საფეხურზე გადავიდა. ყველა ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ვაქცინა უფასოდ მიიღოს. ვაქცინაცია მომდევნო თვიდან დაიწყება. ჩვენ უკვე ვაქცინის 50 მილიონი დოზა შევუკვეთეთ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

როგორც ადრე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიამ თურქეთის ზოგ რეგიონში, მათ შორის სტამბოლში, მესამე პიკს მიაღწია. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების და მისგან გარდაცვალების რამდენჯერმე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასულ დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 31 219 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 ადამიანი, ეს პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ამას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები მოწმობს.

8
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში