ეკრანი არჩევნების შედეგებით ვაშინგტონში

ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერობისთვის იბრძოლებს: ტრამპს მისი გამარჯვების არ სჯერა

81
ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე არც ერთ შტატში გამარჯვებულად არ დაუსახელებით და სასამართლოში სარჩელების მომზადების შესახებ აფრთხილებს

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ჯო ბაიდენმა, რომელმაც თავი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, განაცხადა, რომ მსოფლიოში ამერიკის ლიდერობისთვის იბრძოლებს, იუწყება РИА Новости.

ხალხისადმი თავის მიმართვაში დელავერიდან ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ამერიკის ლიდერობისთვის არამარტო „მისი სიძლიერის მაგალითის ძალით, არამედ მისი მაგალითის სიძლიერით“ იბრძოლებს.

„მე ამ პოსტზე პრეტენზია იმისათვის განვაცხადე, რათა ავაღორძინო ამერიკის სული, გარდავქმნა ამ ერის არსი - საშუალო კლასი. და ეს უნდა გავაკეთო ისე, რომ ამერიკამ კვლავ დაიმსახუროს მთელი მსოფლიოს პატივისცემა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან თავისი პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა - ბრძოლა COVID-19-თან, ეკონომიკა, კლიმატი და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ამერიკელებმა მოგვიწოდეს მოქმედებაში მოგვეყვანა ის ძალები, რომელიც წარმოადგენს ღირსებას და პატიოსნებას, მეცნიერების ძალას და იმედებს ჩვენი დროის დიდ ბრძოლებში. ეს არის ვირუსზე კონტროლის ბრძოლა. ბრძოლა აყვავებისათვის, ბრძოლა თქვენს ოჯახებში ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, ბრძოლა რასობრივი სამართლიანობისა და სისტემური რასიზმის აღმოსაფხვრელად ჩვენს ქვეყანაში, ბრძოლა კლიმატის გადასარჩენად“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა „ღირსების აღდგენა, დემოკრატიის დაცვა“ და ამერიკელებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ბაიდენი, როგორც კი 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს, აღმასრულებელი განკარგულებების გამოცემას გეგმავს, რომლებიც დონალდ ტრამპის რამდენიმე ბრძანებულების გაუქმებას ითვალისწინებს, იუწყება The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.

ბაიდენი აპირებს დააბრუნოს აშშ პარიზის შეთანხმებაში კლიმატის ცვლილებების თაობაზე, ასევე გააუქმოს აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება.

გარდა ამისა, გამოცემის წყაროების მიხედვით, დემოკრატების კანდიდატს სურს დაუყოვნებლივ გააუქმოს იმიგრაციაზე აკრძალვა, რომელიც მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნებზე იყო გამიზნული, და აღადგინოს ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში დარჩენაში იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ბავშვობის პერიოდში უკანონოდ ჩაიყვანეს შეერთებულ შტატებში.

ადრე წამყვანმა მედიასაშუალებებმა ბაიდენი პრეზიდენტად თავიანთი პროგნოზების საფუძველზე გამოაცხადეს. წამყვანი ტელეარხები და საინფორმაციო სააგენტო Associated Press ცალკეულ შტატებში გამარჯვებულთა ვინაობას ხმების დათვლის დასრულებამდე აცხადებენ და საკუთარ სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობიან. ეს პროგნოზები არ არის ოფიციალური, მაგრამ მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს.

თავის მხრივ, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ის საკუთარ გამარჯვებას სასამართლოში დაიცავს.

ის ამტკიცებს, რომ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

„დამკვირვებლებს არ უშვებდნენ ხმების დათვლის ოთახებში. მე მოვიგე არჩევნები, მივიღე 71 მლნ კანონიერი ხმა. მოხდა ცუდი რაღაცეები, რომელთა დანახვის საშუალებაც ჩვენს დამკვირვებლებს არ მისცეს. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. მილიონობით ბიულეტენი, რომლებითაც ფოსტით უნდა მიეცათ ხმა ამომრჩევლებს, ისეთ ადამიანებს დაუგზავნეს, რომლებსაც ეს არ მოუთხოვიათ“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

სოციალურმა ქსელმა იქვე მონიშნა ტრამპის „ტვიტი“ შენიშვნით: „ეს განცხადება არჩევნებზე თაღლითობის შესახებ სასამართლოში განიხილება“.

ამასობაში ტრამპი ამტკიცებს, რომ ბაიდენი აპირებს ჩათვალოს ყველა ხმა, „თაღლითურად მიცემულის“ ჩათვლით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გაჩერდება, სანამ „ამერიკელი ხალხი ხმების პატიოსან დათვლას არ მიიღებს“, და საკუთარი პოზიციის დასაცავად სასამართლოში სარჩელებს ამზადებს.

არჩევის შემთხვევაში ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში რიგით 46-ე და ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.

81
თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

გზა მშივოდბისკენ: როგორ ეხმარება რუსეთი მთიანი ყარაბაღის მკვიდრებს - ვიდეო

14
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მკვიდრები მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებიან. ამაში მათ რუსი სამშვიდობოები და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ეხმარებათ

საინჟინრო ჯარები გზებს ასუფთავებენ და სატრნასპორტო მოძრაობას აღადგენენ, გამნაღმველები განაგრძობენ საბრძოლო ქმედებების ზონის განაღმვას და ფეთქებადი საგნებისგან გაწმენდას. მაშველებმა რეგიონში ჩაიტანეს სპეცტექნიკა, სამშენებლო მასალები და ჰუმანიტარული დახმარება. კიდევ რით დაეხმარება რუსეთი ყარაბაღის მცხოვრებებს - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

14

ადამიანის დაბადება და მძინარე წყლები: ND Аwards 2020-ის გამარჯვებულები

37
  • წლის ფოტოგრაფი ND Awards-ის ვერსიით გახდა ბრიტანელი ნატალი ლენარდი. მან ჟიურის ყურადღება ადამიანის დაბადებისადმი მიძღვნილი დადგმული კადრებით მიიპყრო
  • კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული გახდა ამერიკელი გ. ბ. სმიტი და მისი ფოტოები
  • იტალიელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ნიკოლა დუკატიმ გაიმარჯვა კატეგორიაში „ადამიანები“
  • პროფესიონალებს შორის გამარჯვება კატეგორიაში „ადამიანები“ მოიპოვა გერმანელმა პეტერ ლანგემ
  • ფრანგმა შარლოტ ბორისმა „მძინარე მზეთუნახავის“ საკუტარი ინტერპრეტაციით გამარჯვება მოიპოვა
  • პირველი ადგილი ნომინაციაში „არქიტექტურა: შენობები“ ჰონკონგელმა ცე პი პუმ მოიპოვა
  • ბელგიელმა ალენ შრედერმა გაიმარჯვა კატეგორიაში „სარედაქციო ფოტოგრაფია“
  • ავსტრალიელი ნაომი როუზი კატეგორიაში „ბუნება“ გახდა გამარჯვებული
  • იტალიელი ფოტოგრაფი ემანუელე ვიტალეს ნამუშევარი, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა
  • პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეორის კოსმოსის ფოტოებში გაიმარჯვა ლუკა ფორნაჩარიმ
ფოტოკონკურსმა ND Awards 2020 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ლაურეატების ეფექტური და სულში ჩამწვდომი სურათები

კონკურსი ND Awards მიმართულია ფოტოგრაფიისა და ფოტოგრაფების განვითარებისკენ. ფოტოკონკურსის მიზანია, მსოფლიოს შესაძლებლობა მისცეს კარგ ნამუშევრებთან გასაცნობად.

37
  • წლის ფოტოგრაფი ND Awards-ის ვერსიით გახდა ბრიტანელი ნატალი ლენარდი. მან ჟიურის ყურადღება ადამიანის დაბადებისადმი მიძღვნილი დადგმული კადრებით მიიპყრო

    წლის ფოტოგრაფი ND Awards-ის ვერსიით გახდა ბრიტანელი ნატალი ლენარდი. მან ჟიურის ყურადღება ადამიანის დაბადებისადმი მიძღვნილი დადგმული კადრებით მიიპყრო

  • კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული გახდა ამერიკელი გ. ბ. სმიტი და მისი ფოტოები

    კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული გახდა ამერიკელი გ. ბ. სმიტი და მისი ფოტოები

  • იტალიელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ნიკოლა დუკატიმ გაიმარჯვა კატეგორიაში „ადამიანები“

    იტალიელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ნიკოლა დუკატიმ გაიმარჯვა კატეგორიაში „ადამიანები“

  • პროფესიონალებს შორის გამარჯვება კატეგორიაში „ადამიანები“ მოიპოვა გერმანელმა პეტერ ლანგემ

    პროფესიონალებს შორის გამარჯვება კატეგორიაში „ადამიანები“ მოიპოვა გერმანელმა პეტერ ლანგემ

  • ფრანგმა შარლოტ ბორისმა „მძინარე მზეთუნახავის“ საკუტარი ინტერპრეტაციით გამარჯვება მოიპოვა

    ფრანგმა შარლოტ ბორისმა „მძინარე მზეთუნახავის“ საკუტარი ინტერპრეტაციით გამარჯვება მოიპოვა

  • პირველი ადგილი ნომინაციაში „არქიტექტურა: შენობები“ ჰონკონგელმა ცე პი პუმ მოიპოვა

    პირველი ადგილი ნომინაციაში „არქიტექტურა: შენობები“ ჰონკონგელმა ცე პი პუმ მოიპოვა

  • ბელგიელმა ალენ შრედერმა გაიმარჯვა კატეგორიაში „სარედაქციო ფოტოგრაფია“

    ბელგიელმა ალენ შრედერმა გაიმარჯვა კატეგორიაში „სარედაქციო ფოტოგრაფია“

  • ავსტრალიელი ნაომი როუზი კატეგორიაში „ბუნება“ გახდა გამარჯვებული

    ავსტრალიელი ნაომი როუზი კატეგორიაში „ბუნება“ გახდა გამარჯვებული

  • იტალიელი ფოტოგრაფი ემანუელე ვიტალეს ნამუშევარი, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა

    იტალიელი ფოტოგრაფი ემანუელე ვიტალეს ნამუშევარი, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა

  • პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეორის კოსმოსის ფოტოებში გაიმარჯვა ლუკა ფორნაჩარიმ

    პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეორის კოსმოსის ფოტოებში გაიმარჯვა ლუკა ფორნაჩარიმ

დაკეტილი რესტორნები შარდენის ქუჩაზე

„რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი : „ეპიდემიოლოგები საკუთარ კომპეტენციას გაცდნენ...“

27
28 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის სერვისზე გადავიდნენ

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, რითაც შეიძლებოდა პანდემიის მართვა და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბურჯანაძის აზრით, რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ სარესტორნო ბიზნესის კუთხით დააწესა, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად დაბალანსებული. სწორედ ეს იქნებოდა ოქროს შუალედი.

„აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა, რომლებიც ვერ მართავენ სიტუაციას, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რეალურად, ეპიდემიოლოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო  ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

27
თემები:
COVID-19 საქართველოში