წაულა

კორონავირუსით ინფიცირებული წაულები კიდევ ხუთ ქვეყანაში აღმოაჩინეს

152
ჯანმოში აღნიშნეს, რომ COVID-19-ის გადაცემა წაულადან ადამიანზე კორონავირუსში გენეტიკურ მოდიფიკაციებს იწვევს, კერძოდ კი ანტისხეულების სუსტ გამომუშავებას

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. დანიის გარდა კორონავირუსით ინფიცირებული წაულები მსოფლიოს კიდევ ხუთ ქვეყანაში აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

რამდენიმე დღის წინ დანიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ წაულებში მუტაციაგანცდილი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანზე გადადის: მისი ახალი ფორმა ანტისხეულების სუსტ გამომუშავებას იწვევს, რაც ვაქცინის შემუშავებას აზრს დაუკარგავს. ქვეყანაში ყველა წაულას განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს - ეს დაახლოებით 15-17 მილიონი ცხოველია.

ახლა კი კორონავირუსი აღმოაჩნდათ წაულებს ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, აშშ-სა და შვედეთში.

„წაულები ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ დაავადდნენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

აღნიშნულია, რომ კორონავირუსი შეიძლება გადაედებოდეს როგორც ამ სახეობის ცხოველებს შორის, ისე წაულადან ადამიანზე. ამასთან ვირუსის გადაცემა სახეობაში მის გენეტიკურ მოდიფიკაციებს იწვევს.

ზაფხულის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დანიაში მუტაციაგანცდილი კორონავირუსით წაულადან ადამიანის ინფიცირების 214 შემთხვევა დაფიქსირდა.

152
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1227)

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

10
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

10
კიშინიოვი

მოლდოვაში ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი წესდება

34
(განახლებულია 20:15 27.11.2020)
ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ შეჩერდება, თუმცა მათი მოძრაობის გრაფიკში კორექტივებს შეიტანენ

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მოლდოვაში 30 ნოემბრიდან 15 იანვრამდე ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, იუწყება Sputnik–მოლდოვა.

რა შეცდომებს ვუშვებთ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებისას: ვირუსოლოგი განმარტავს>>

უფრო ადრე მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 102 894 რეგისტრირებული შემთხვევაა, 2 229 ადამიანი გარდაიცვალა. მოლდოვაში ჯანდაცვის კუთხით საგანგებო რეჟიმი 1 ოქტომბრამდე მოქმედებდა. შემდეგ გადაწყდა, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში კორონავირუსთან ბრძოლის ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლად მიიღებდა. 

მოლდოვაში 28 ნოემბრიდან იკრძალებაღამის კლუბების, დისკოთეკების, კარაოკეს, საცეკვაო მოედნების მუშაობა მათი დასახელებისგან დამოუკიდებლად. ასევე 22:00–დან 07:00 საათამდე აკრძალულია მომსახურება რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში, სასადილოებში. არ შეიძლება ღონისძიებების ორგანიზება მაყურებლის დასწრებით თეატრებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კულტურის სახლებში.

სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა დაადგინონ საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პერსონალისა და თანამშრომლების მუშაობის მოქნილი ან სპეციალური რეჟიმი. პერსონალისთვის, რომლის ყოფნა ოფისში სავალდებულო არაა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური მუშაობის პირობები.

როგორც ჩვეულებრივ გრიპს: ცნობილი ექიმი კორონავირუსისთვის ეფექტურ პრეპარატებს ასახელებს>>

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, დაშვებულია მასობრივი და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება არა უმეტეს 50 ადამიანისა, თუ დაცული იქნება სანიტარულ–ჰიგიენური წესები და შევსებული იქნება ეპიდემიოლოგიური ანკეტები.

34
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1227)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 28 ნოემბერს

0
(განახლებულია 08:44 28.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3164 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 28 ნოემბერს
ლარის კურსი 28 ნოემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს