Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოემზადეთ ახალი პანდემიისთვის: ჯანმო მიმართვას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ემბლემა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ემბლემა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოში 48,1 მლნ-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. პანდემიამ 1,23 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდა, მოემზადნენ ახალი პანდემიისთვის, რის შესახებაც ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება ახალ პანდემიასთან გასამკლავებლად. 

„წელს ჩვენ დავინახეთ, რომ მყარი ინფრასტრუქტურის ქვეყნებმა, <…> საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების კუთხით, გამოავლინეს უნარი, სწრაფად ემოქმედათ ვირუს SARC-CoV-2-ის შესაკავებლად და მისი გავრცელების შესაჩერებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოში 48,1 მლნ-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. პანდემიამ 1,23 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0