დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულ წაულებს დახოცავენ: ჯანმოს კომენტარი

127
დანიის სამეფოში კორონავირუსი აღმოაჩნდა მღრღნელებს 207 ფერმაზე, 67-ზე ცხოველები უკვე დაიხოცა, 23-ზე კი გაურკვეველი სიტუაციაა

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ინფორმირებულია დანიაში წაულებიდან ადამიანებზე COVID-19-ის გადაცემის თაობაზე და დანიის ხელისუფლებასთან ამ საკითხში თანამშრომლობს, ნათქვამია ორგანიზაციის Twitter-ში.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ დანიაში რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი წაულებიდან გადაედო და რომ ვირუსმა გენეტიკური ცვლილებები განიცადა. ვთანამშრომლობთ დანიის ხელისუფლებასთან ამ საკითხზე“, - განაცხადეს ჯანმოში.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა წაულა უნდა განადგურდეს, რადგან მუტაცია განცდილი ვირუსის მატარებელი და ადამიანისთვის გადამდები შეიძლება იყოს. მისი თქმით, კორონავირუსი დაფიქსირდა 207 ფერმაზე, 67-ზე ცხოველები უკვე დაიხოცა, 23-ზე კი გაურკვეველი სიტუაციაა.

127
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1220)

ბომბის აფეთქება ალ-ბაბში: დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

2
სამშაბათს სირიის ქალაქ ალ-ბაბში ბომბის აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები და შენობები. სისხლი გზებზეც კი ემჩნეოდა მანამ, სანამ მეხანძრეები წესრიგს დაამყარებდნენ.

აქამდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ალ-ბაბი ალეპოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გასული წლის მარტამდე ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი იყო.

2
ჯო ბაიდენი

„ეს არ იქნება ობამას მესამე ვადა“: ბაიდენი ქვეყნის განსხვავებულად მართვას აპირებს

19
(განახლებულია 10:18 25.11.2020)
დემოკრატ ჯო ბაიდენს ბარაკ ობამას ორივე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ჩემი ადმინისტრაცია არ იქნება ბარაკ ობამას მესამე ვადა, განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციაში რვა წლის განმავლობაში ეკავა ვიცე–პრეზიდენტის პოსტი.

მანამდე ბაიდენი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის თავის ადმინისტრაციაში ახალი სახეების დანიშვნას კი არ გეგმავს თანამდებობებზე, არამედ ისეთი ხალხის მოყვანას, რომლებიც ობამას ადმინისტრაციიდან არიან ცნობილები.

„ეს ობამას მესამე ვადა არ არის. ჩვენ სრულიად სხვა მსოფლიოს შევეჯახეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ლანდშაფტი შეცვალა. ახლა ეს არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ანუ „ამერიკა მარტოობაში“, — თქვა ბაიდენმა NBC–თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, ამერიკული პრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ცნობილმა დემოკრატმა ასევე გაახმოვანა თავისი მმართველოსბის პირველი ასი დღის გეგმები. მისი თქმით, ეს პერიოდი მიგრაციულ რეფორმასა და კორონავირუსთან ბრძოლას დაეთმობა.

„მე სენატს გადავუგზავნი კანონს იმიგრანტების შესახებ, რომელიც 11 მილიონ დაურეგისტრირებელ ადამიანს მოქალაქეობის მიღებისკენ გაუხსნის გზას“, — თქვა ბაიდენმა.

კიდევ ერთი გეგმა, ეს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რამდენიმე ბრძანებულების გაუქმებაა, რომლებმაც, მისი აზრით, ადამიანებსა და კლიმატს ზიანი მიაყენა. ამასთან დემოკრატი კანდიდატი პირობას დებს, რომ არ წამოაყენებს ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივას.

აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს უკვე აქვს გამარჯვებისთვის საკმარისი რაოდენობის ხმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან. გასული დღე–ღამის განმავლობაში სამმა საკვანძო შტატმა — პენსილვანიამ (20 ელექტორალური ხმა), მიჩიგანმა (16) და ნევადამ (6)  — არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

 

19
თემები:
მსოფლიო დღეს