მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხმების დასაცავად: აშშ-ში შეიარაღებულ აგენტებს საარჩევნო უბნებზე შესვლის უფლება მისცეს

© AFP 2024 / KEREM YUCELვითარება აშშ-ში
ვითარება აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ პროკურორებს შეატყობინა, რომ მათ შეუძლიათ შეიარაღებული აგენტები შეიყვანონ უბნებზე, სადაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ხმების დათვლა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შეიარაღებულ ფედერალურ აგენტებს უფლება მისცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევიდნენ ხმების დათვლის უბნებზე, რათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს, იუწყება New York Times წყაროზე დაყრდნობით.

არეულობა პორტლენდში - Sputnik საქართველო
პორტლენდში ეროვნული გვარდია შევიდა: ვრცელდება არეულობის ვიდეოკადრები

გამოცემის წყაროს ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ პროკურორებს დაუგზავნა ელექტონული წერილი, რომლის თანახმად, მათ შეუძლიათ აგენტები გაგზავნონ იმ უბნებზე, სადაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ხმების დათვლა.

„კანონი არ უკრძალავს შეიარაღებულ ფედერალურ სამართალდამცველებს გამოიძიონ, აღკვეთონ ან რეაგირება მოახდინონ ფედერალურ დანაშულებზე დახურულ საარჩევნო უბნებზე და სხვა ადგილებში, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს“, — ციტირებს გამოცემა სამინისტროს წარმომადგენლის რიჩარდ დონოჯიუს წერილის ფრაგმენტს.

ამასთან უწყების ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, რომ იუსტიციის სამინისტრო არ უნდა ერეოდეს ხმების დათვლის პროცესში, ხოლო მის თანამშრომლებს გამოძიების პროცესშიც კი არ აქვთ უფლება – შევიდნენ ბიულეტენების დათვლის ადგილებში. მათი ვარაუდით, მთავრობა ამ გზით ცდილობს საარჩევნო კომისიის თანაშრომლების დაშინებასა და ხმების დათვლის პროცესში ჩარევას.

არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
არჩევნები აშშ-ში: ტრამპის შტაბი კიდევ ორ შტატში აპირებს სარჩელის შეტანას

წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ში გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები: პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადისა და ალასკისა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს.

მანამდე დონალდ ტრამპმა დემოკრატები ხმების მოპარვაში დაადანაშაულა. მისი საარჩევნო შტაბი აპირებს მოითხოვოს ხმების თავიდან გადათვლა.

ყველა ახალი ამბავი
0