არჩევნები აშშ-ში

არჩევნები აშშ-ში: ცნობილია მონაცემები შტატებიდან, რომლებშიც ხმები ჯერ დათვლილი არ არის

74
(განახლებულია 17:24 04.11.2020)
თუ დონალდ ტრამპი აღნიშნულ შტატებში ლიდერობას შეინარჩუნებს, მაშინ ამ შტატებიდან ის ამომრჩეველთა კოლეგიის 80 ხმას მიიღებს, რითიც გამარჯვებას შეძლებს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიდერობს შვიდიდან ექვს შტატში, სადაც ჯერჯერობით ხმები დათვლილი არ არის, იუწყება Fox News.

​ტელეარხი წარმოადგენს კენჭისყრის ონლაინ–რუკას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ტრამპი ლიდერობს ვისკონსინში (51,1%), მიჩიგანში (53,3%), პენსილვანიაში (55,8%), ჩრდილოეთ კაროლინაში (50,1%), ჯორჯიასა (50,5%) და ალასკაზე (61,4%). ხოლო ჯო ბაიდენი კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ნევადაში, სადაც მას ამომრჩეველთა 50,2%-მა დაუჭირა მხარი.

​აღსანიშნავია, რომ თუ დონალდ ტრამპი ზემოთ ჩამოთვლილ შტატებში ლიდერობას შეინარჩუნებს, მაშინ ამ შტატებიდან ის ამომრჩეველთა კოლეგიის 80 ხმას მიიღებს, რითიც გამარჯვებას შეძლებს.

აშშ-ში საარჩევნო სისტემა ორი საფეხურისგან შედგება — მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას.

74
თემები:
მსოფლიო დღეს (2330)
ექიმები რეანიმაციაში

COVID-19-ზე უფრო საშიში: სახელდება დაავადება, რომელიც მეტ ადამიანს შეიწირავს

43
(განახლებულია 12:40 30.11.2020)
ჯანმოს რეგიონულ დირექტორს არ ესმის, რატომ იწვევს კორონავირუსი მეტ შფოთვას, როდესაც ამ დაავადებით ასობით ათასი ბავშვი იღუპება მსოფლიოში ყოველ წელს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მალარიით უფრო მეტი ადამიანი - განსაკუთრებით ბავშვი დაიღუპება აფრიკაში, ვიდრე, ახალი ტიპის კორონავირუსით დაიღუპა წელს, იუწყება გაზეთი Telegraph–ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 400 ათასი ადამიანი კვდება მალარიით, აქედან 90% აფრიკაზე მოდის. ჯანმოს გათვლებით კი კორონავირუსის პანდემია 20–დან 100 ათასამდე მსხვერპლით გაზრდის მალარიით დაღუპულთა რაოდენობას.

„ამ რეგიონში COVID-19–სგან უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება, ვიდრე მალარიისგან. მაშ, რატომ იწვევს კორონავირუსი თუ ებოლა დიდ შფოთვას, მალარია კი, რომლისგანაც ყოველ წელს ასობით ათასი ბავშვი კვდება, არა?“ — განაცხადა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა აფრიკაში მატშიდისო მოეტიმ.

როგორც მის მიერ წარმოდგენილ „მალარიის შესახებ მსოფლიო მოხსენებაშია“ ნათქვამი, ბოლო წლებში მალარიასთან ბრძოლაში შესამჩნევი პროგრესის წყალობით,  7,6 მლნ კაცის სიკვდილი აღიკვეთა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს, ვინაიდან წელს ინვესტიციების რაოდენობა და შესაბამისად, პროგრესიც ამ მიმართულებით, მკვეთრად შემცირდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა კიდევ მეტად გაამწვავოს მდგომარეობა და მალარიით, შარშანდელთან შედარებით, მეტი ადამიანი დაიღუპოს.

 

43
თემები:
მსოფლიო დღეს (2330)
მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა

ირანი შურისძიებით იმუქრება: ფიზიკოსის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

23
(განახლებულია 12:04 30.11.2020)
ირანელი ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი ოფიცერიც გახლდათ

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ფიზიკოს მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება, განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ.

„მტერმა კარგად იცის, და მე, როგორც სამხედრო, ვეუბნები მას: არცერთი დანაშაული, არცერთი მკვლელობა, არცერთი სისულელე ირანელი ხალხის მიმართ, პასუხის გარეშე არ დარჩება“, — თქვა მინისტრმა მეცნიერთან გამოთხოვების ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა.

ჰათამის თქმით, მკვლელობის მიზანი საზოგადოებაში გათიშულობის ჩამოგდება იყო, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

​შეგახსენებთ: მოჰსენ ფაჰრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს თეირანის მახლობლად, როდესაც ის მეუღლესთან ერთად მიემგზავრებოდა ქალაქ აბსარდისკენ ბრონირებული ავტომობილითა და დაცვის სამი მანქანის თანხლებით. მძიმედ დაჭრილი ფიზიკოსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადააფრინეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ ფაჰრიზადეს მკვლელობაში, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის ერთ–ერთ ავტორად მოიაზრებდნენ, ისრაელის ხელი ერიოს. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, შეწყვიტონ ორმაგი სტანდარტები და დაგმონ „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის“ აქტი.

23
თემები:
მსოფლიო დღეს (2330)
ჰეროინი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი „ჰეროინით“ დააკავეს

0
(განახლებულია 13:33 30.11.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 8–დან 20წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 47 წლის რუსეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ჰეროინის“ შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

0
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში