მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ბაიდენს ვუსწრებ“ – დონალდ ტრამპი გამარჯვებაში დარწმუნებულია – ვიდეო

© AP Photo / Carolyn Kasterდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა მხარდამჭერებს, მადლობა გადაუხადა მათ და წინასწარი მონაცემები გააცნო.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების ზეიმისთვის ემზადება.

​მისი თქმით, დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს ხმათა რაოდენობით უსწრებს ოჰაიოში, ტეხასში, ფლორიდაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში.

„გამარჯვებისთვის ჩვენ ყველა ეს შტატი არც კი გვჭირდება“, — განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ბრიტანელი ბუკმეკერებიც, თუმცა ხმების დათვლის დაწყებამდე დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ კეთდებოდა პროგნოზები.

აშშ-ში საარჩევნო სისტემა ორი საფეხურისგან შედგება — მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას.

ყველა ახალი ამბავი
0