ტეარქტის შედეგები ქაბულში

ავღანეთში ორ დღეში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, დაიღუპა 20 ადამიანი

70
(განახლებულია 23:09 03.11.2020)
მედია აცხადებს, რომ აფეთქება და სროლა იმ დროს გაისმა, როდესაც ავღანეთისა და ირანის წარმომადგენლები უნივერსიტეტში წიგნის გამოფენას ხსნიდნენ

თბილისი, 3 ნოემბერი  – Sputnik. ქაბულში უნივერსიტეტზე თავდასხმა მოხდა, დაიღუპა 20 ადამიანი, 15 დაშავდა, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის სფეროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

სროლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უნივერსიტეტთან ახლოს ორშაბათს მოხდა. მედიაში ასევე იუწყებოდნენ, რომ ადგილზე აფეთქებაც გაისმა. შენობაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ში განაცხადეს, რომ ადგილზე სპეცრაზმი გამოცხადდა. მოგვიანებით ავღანეთის შსს-მ განაცხადა, რომ სპეცსამსახურები ატარებენ სპეცოპერაციას შენობაში, რომლიდანაც ასობით ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

მედია იუწყებოდა, რომ აფეთქება და სროლა იმ დროს გაისმა, როდესაც ავღანეთის და ირანის წარმომადგენლები უნივერსიტეტში წიგნების გამოფენას ხსნიდნენ.

„თალიბანის“ რადიკალური მოძრაობა მომხდართან კავშირს უარყოფს.

ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე უცნობი პირი თავს დაესხა სამხედრო ბაზას, რომელიც ქუნდუზის პროვინციაში მდებარეობს. თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 24 ადამიანი, სამხედროების ჩათვლით.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმკვლელი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ მანამდე განაცხადა, სანამ ის თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.

„თვითმკვლელი ტერორისტი, რომელსაც ქუნდუზის პროვინციაში ავღანეთის სასაზღვრო ჯარების საგუშაგოზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული, შენიშნეს და იმაზე ადრე მოახდინეს მისი ლიკვიდირება, მანამ ის თავის მიზანს მიაღწევდა“, - იუწყებოდა სამინისტრო Twitter-ში. უწყების მონაცემებით, ურთიერთსროლის შედეგად, რომელიც მოგვიანებით დაიწყო, ბოევიკების ნაწილი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს.

კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ასევე სამშაბათს, იმამ შაჰიბის რაიონში. აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, შემდეგ კი ბოევიკებსა და სამხედროებს შორის ურთიერთსროლა დაიწყო.

საერთო ჯამში ჰოსპიტალიზებულია 14 სამხედრო მოსამსახურე და 10 მშვიდობიანი მოსახლე.

70
თემები:
მსოფლიო დღეს (2308)
არქეოლოგიური გათხრები

აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა: ვიდეო

75
(განახლებულია 11:21 25.11.2020)
საცხოვრებელს, რომელიც პირველ საუკუნეშია აგებული, აშკარად ეტყობა გამოცდილი ოსტატის, სავარაუდოდ, იოსების ხელი

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა, იუწყება Daily Mail–ი ბრიტანელი არქეოლოგის, კენ დარკის განცხადებაზე დაყრდნობით.

რედინგის უნივერსიტეტის პროფესორი 14 წლის განმავლობაში სწავლობდა ნაზარეთში მდებარე საცხოვრებლის ნაშთებს, რომლებიც პირველ საუკუნეს განეკუთვნება.

​ქვითკირის სახლს, რომელსაც აშკარად ეტყობა გამოცდილი ოსტატის ხელი, პირველად 1880–იან წლებში მიაგნეს.

კენ დარკმა ჯერ კიდევ 2015 ივარაუდა, რომ ეს შეიძლება მარიამისა და იოსების საცხოვრებელი ყოფილიყო. შემდგომი ანალიზით დადასტურდა, რომ სახლი მართლაც პირველ საუკუნეს განეკუთვნება და ის ნამდვილად შეიძლებოდა აეგო იოსებს — მარიამის ქმარს.

როგორც ცნობილია, იოსები ხურო (დურგალი) იყო, თუმცა ის ახალ აღთქმაში „ტექტონად“ მოიხსენიება — ხელოსნად, რომელსაც სახლის აგებაც შეეძლო.

„[სახლი] სრულად შესაბამება იმას, რასაც შეიძლება ველოდებოდეთ ტექტონის საცხოვრებლისგან. მართალია, „ტექტონი“, როგორც წესი, დურგლად ითარგმნება, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს ხელოსანს, რომელსაც მშენებლობასთან აქვს კავშირი“, — ამბობს არქეოლოგი.

პროფესორის თქმით, ის ფაქტი, რომ დაახლოებით IV საუკუნეში სახლის მიმდებარე ბორცვზე გამოქვაბულის ეკლესია დაარსდა, მომდევნო საუკუნეში კი ნის თავზე დიდი ტაძარი აიგო, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მშენებლებს ეს ადგილი რელიგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.

 

75
თემები:
მსოფლიო დღეს (2308)

აფეთქება ალ-ბაბში: დაიღუპა ხუთი და დაშავდა 19 ადამიანი

4
(განახლებულია 11:20 25.11.2020)
სამშაბათს სირიის ქალაქ ალ-ბაბში ბომბის აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილები და შენობები. სისხლი გზებზეც კი ემჩნეოდა მანამ, სანამ მეხანძრეები წესრიგს დაამყარებდნენ.

აქამდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ალ-ბაბი ალეპოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გასული წლის მარტამდე ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი იყო.

4
ნუკი კოშკელიშვილი

„ნელ-ნელა კი ამაწყვეს“- ნუკი კოშკელიშვილი სხეულის შოკის მომგვრელ ცვლილებებს აზიარებს

0
(განახლებულია 11:59 25.11.2020)
როგორ გამოიყურებოდა ცეცხლოვანი ტელესახე ესთეტიკურ ჩარევამდე? ნუკი კოშკელიშვილის თამამი ნაბიჯი - ცელულიტი, სახის შეცვლილი კონტურები და დაგრძელებული თმა. ნახეთ ნუკი კოშკელიშვილის წლების წინ და ახლა

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს. თუმცა ამის უკან ცელულიტი, ბოტოქსი და ხელოვნურად დაგრძელებული თმა იმალება. ნუკი სიმართლეს თვალს არ არიდებს და არც საკუთარ „გამომწერებს“ ატყუებს. როგორ გამოიყურებოდა ნუკი, რომელიც ახლა ქალბატონების მოტივატორად იქცა?

ძველ ფოტოსურათებთან ერთად ნუკიმ სპეციალურ პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა რომ პროფესიონალების მეშვეობით ბევრი კომპლექსი დაძლია და „ნელ- ნელა, ხუმრობა ხუმრობაში კი ამაწყეს“- თავადვე აღნიშნავს.

ნუკი კოშკელიშვილის ცვლილებას მის მიკრობლოგში ქართველი და ამერიკელი მეგობრები ასე ეხმაურებიან: „საოცრება ხარ! ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყავი!“; „ისე გახდი, მინდა გაჭამო“; „როგორ გგულშემატკივრობდი! მთავარი მონდომებაა... შეუდარებელი ხარ!“.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება