ფაქტორი, რომელიც ქალებში კორონავირუსით სიკვდილიანობას ორჯერ ზრდის: უახლესი კვლევა

© AP Photo / Armando Francaკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიის დაწყების პირველ თვეებში ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებოდნენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ორსულ ქალებს მოსახლეობის სხვა ჯგუფებზე მეტად არ ემუქრება.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსისგან ფეხმძიმე ქალები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე სხვა ქალი–პაციენტები, ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) მონაცემებში. 

ცენტრის დასკვნა მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19 და ორსულები: ბრიტანელი მეცნიერები სენსაციურ ფაქტებს აქვეყნებენ

გავრცელებული ინფორმაციით, 19 ათასი გამოკვლეული ორსული ქალიდან, რომლებიც COVID-19-ით იყვნენ დაავადებული, 33 პაციენტი გარდაიცვალა. ეს ამ კატეგორიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის 0,2%-ია. რაც შეეხება არაორსულ ქალებს, მათ შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები გამოდგა.

CDC-ს სპეციალისტების ვარაუდით, მაღალი რისკი შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ორსულობის დროს ხდება ქალის ორგანიზმში — პულსის გახშირებას, ჟანგბადზე მოთხოვნილებას, ფილტვების ტევადობის შემცირებასა და ორგანიზმის იმუნურ სისტემაში ცვლილებებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების პირველ თვეებში ბრიტანელი მეცნიერები მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯიდან ირწმუნებოდნენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ორსულ ქალებს მოსახლეობის სხვა ჯგუფებზე მეტად არ ემუქრება. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს იმუნიტეტი ქვეითდება და ნებისმიერი სახის ვირუსით ინფიცირების ალბათობა იზრდება, COVID-19 არ წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს ფეხმძიმე ქალებისთვის. ამასთან კოლეჯის პრეზიდენტი ედვარდ მორისი განმარტავდა, რომ იმ დროისათვის ეს სრულიად ახალი ვირუსი იყო და ისინი ჯერ მხოლოდ იწყებენ მის შესწავლას.

 

ყველა ახალი ამბავი
0