მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა ვენაში სინაგოგასთან: არიან დაღუპულები

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივენა
ვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინაგოგასთან მდებარე ქუჩაზე საერთო ჯამში დაახლოებით 50 გასროლა მოხდა, ბოროტმოქმედები ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა ვენის ცენტრში მდებარე სინაგოგასთან, იუწყება ტელეარხი OE24 პოლიციაზე დაყრდნობით, წერს РИА Новости.

ტელეარხ OE24-ის მონაცემებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია. სინაგოგასთან საერთო ჯამში დაახლოებით 50 გასროლა მოხდა, ბოროტმოქმედები სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. სროლა ასევე ბარში ისმოდა.

გაზეთ Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მოქმედებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანა. სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ადამიანი მიიმალა, რომლებსაც ამჟამად ეძებენ.

ყველა ახალი ამბავი
0