მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

65 საათის შემდეგ თურქმა მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი და ძაღლი ამოიყვანეს – ვიდეო

© REUTERS / MURAD SEZERთუქეთი, მიწისძვრის შედეგები
თუქეთი, მიწისძვრის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
​ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ნანგრევებიდან სულ 106 ადამიანია ამოყვანილი, დაღუპულია 83 და დაშავებულია 962 კაცი.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თურქმა მაშველებმა სამი წლის ბავშვი მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, იუწყება სააგენტო Anadolu.

​გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახელად ელიფ პერინჩექი ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახის წევრები მის გადარჩენას სასწაულს მიაწერენ.

თითქმის იმავდროულად მაშველებმა ნანგრევებში სიკვდილისგან იხსნეს ძაღლი სახელად არესი, რომელმაც ასევე 65 საათი გაატარა ბეტონის უზარმაზარი ნამსხვრევების ქვეშ. ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გაივლის მკურნალობას, რის შემდეგაც პატრონს გადასცემენ.  

​მაშველებმა მანამდე ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს 14 წლის იდილ შირინიც.

​ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ნანგრევებიდან სულ 106 ადამიანია ამოყვანილი, დაღუპულია 83 და დაშავებულია 962 კაცი.

პარასკევს, 30 ოქტომბერს თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა. ​ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც. მიწისძვრის შედეგად ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0