თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 აგვისტოს დილისთვის 45 942 902 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 1 192 644, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 20 477 535 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 11 062 515.
ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 473 311 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 578 ადამიანი.
ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 46 437 615 შემთხვევა და გარდაცვლილია 1 199 693 ადამიანი.
ჯანმომ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.