გარდაიცვალა შონ კონერი

© AP Photo / MARK J. TERRILLშონ კონერი
შონ კონერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შონ კონერი გადაღებულია 70–ზე მეტ ფილმში, იყო „ოსკარის“,BAFTA–ს ორგზის და „ოქროს გლობუსის“ სამგზის ლაურეატი

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი, რომელიც განსაკუთრებით ჯეიმს ბონდის როლის გამო შეიყვარა მაყურებელმა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება BBC.

​შონ კონერი 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში. ის გადაღებულია 70–ზე მეტ ფილმში, თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობა მას „ბონდიანამ“ მოუტანა.

შონ კონერი იყო „ოსკარის“,BAFTA–ს ორგზის და „ოქროს გლობუსის“ სამგზის ლაურეატი.

 

ყველა ახალი ამბავი
0