თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა ასი ადამიანი ამოიყვანეს, განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა მურათ კურუმმა.
İzmir depreminde bir kedinin kurtarılma anı. #Deprem 🐈
— Olcay Kabaktepe 🇹🇷🇦🇿 (@OlcayKabaktepe) October 31, 2020
pic.twitter.com/Px2DhwKuEV #Artçı
„სტიქიური უბედურების ზონაში ხუთი ათასამდე მაშველი მუშაობს. დანგრეულია 17 შენობა. რვა მათგანის ნანგრევებზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, — განუცხადა კურუმმა ჟურნალისტებს.
პარასკევს, 30 ოქტომბერს, თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ–ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა.
Woman pulled alive after the earthquake in Turkey on Friday.
— The National (@TheNationalNews) October 31, 2020
Latest developments here: https://t.co/bFRMK6N55B pic.twitter.com/SMPtLXaz0R
ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 25 და დაშავებულია 800 ადამიანი, ხოლო ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.