თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთსა და საბერძნეთში მინიმუმ 26 ადამიანია დაღუპული პარასკევს ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, იუწყება CNN–ი.
Drone footage shows mass destruction after a 7.0 magnitude earthquake struck Izmir, Turkey, and other locations near the Aegean Sea. At least 14 people have been killed and more than 520 have been injured in Turkey and Greece. pic.twitter.com/fU0uenhRtj
— NowThis (@nowthisnews) October 30, 2020
ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 ადამიანი თურქეთშია დაღუპული, ხოლო ორი — მოზარდი გოგონა და ბიჭი — საბერძნეთის კუნძულ სამოსზე დაიღუპა შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს განცხადებით, ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 804 ადამიანს აღწევს, მაშველებმა ნანგრევებიდან ათობით ადამიანი ამოიყვანეს სპეცტექნიკის დახმარებით.
There is an earthquake in Turkey today. All brothers and sisters, pray for this country. May God's gracious hand be on Turkey.🙏😭🇹🇷 pic.twitter.com/MJr70PzHfp
— Sunny Shahbaz (@sunnyshahbaz75) October 30, 2020
სააგენტო აზუსტებს, რომ მიწისძვრის შემდეგ სულ დაფიქსირდა 196 აფტერშოკი, რომელთაგან 23–ის სიმძლავრე ოთხ ბალს აღემატებოდა. ამასთან მიწისძვრას მოჰყვა „მინი-ცუნამიც“.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის თქმით, ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება ხუთ ადამიანს, რვა კი რეანიმაციაშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ აშშ–ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გუშინ მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7,0 ბალით შეაფასა, ხოლო თურქეთის ხელისუფლების ცნობით რყევები 6,6 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო.