შემთხვევის ადგილი

მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოსახლეობას მიმართა

73
საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს და განაცხადა, რომ პარასკევს თავდაცვის საბჭოს შეკრებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში განაცხადა, რომ ქვეყანაზე „ისლამური ტერორისტული შეტევა“ განხორციელდა.

ხუთშაბათს დილით ნიცაში დანით შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა ადამიანებს ნოტრ-დამის ეკლესიაში, დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. რამდენიმე მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ორ ადამიანს თავები მოკვეთა.

ტერაქტის განგაში: საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის მაქსიმალური დონე გამოცხადდა >>

„... ჩვენზე კვლავ განხორციელდა შეტევა... ჩვენი ფასეულობებისათვის, ჩვენი თავისუფლების გემოსთვის, ჩვენს მიწაზე არსებული შესაძლებლობისთვის თავისუფლად გვწამდეს და არ დავემორჩილოთ არანაირი ტერორის სულისკვეთებას. დღეს კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ დავნებდებით“, - განაცხადა მაკრონმა.

Криминалисты и полицейские эксперты в Ницце на месте террористического нападения
© REUTERS / ERIC GAILLARD
თავდასხმის ადგილი ნიცაში

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათს მოხდა თავდასხმა საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოზე. საფრანგეთის ლიდერმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა მთელ ერს, კათოლიკეებს, ასევე ნიცის მცხოვრებლებს.

„2016 წლის ზაფხულში მამა (ჟაკ) ამელის მკვლელობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველა წმინდანის დღის წინ კვლავ ხორციელდება თავდასხმები კათოლიკეებზე. მთელი საფრანგეთი მათთან ერთად (კათოლიკეებთან) არის და მათ მხარეზე იდგება, რათა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აღმსარებლობა არსებობდეს“, - აღნიშნა მან.

პარასკევს დილით მაკრონი თავდაცვის საბჭოს შეკრებს, იუწყება РИА Новости.

თავდამსხმელი მალევე სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას ის დაიჭრა. ნიცის მერმა კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი გაუჩერებლად იმეორებდა „ალაჰ აკბარ“. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია, ხაზგასმით აღნიშნა ქალაქის მერმა. გამოძიებას პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება აწარმოებს.

ფრანგული მედია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი ტუნისის მოქალაქეა და ადრე პოლიციის ყურადღება არ მიუქცევია. ტელეარხ BFMTV-ის მონაცემებით, თავდამსხმელი ოქტომბრის დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიაზე იტალიის კუნძულ ლამპედუზიდან მოხვდა.

ბოლო ორ კვირაში ეს საფრანგეთში უკვე მეორე თავდასხმაა. 16 ოქტომბერს, პარიზის გარეუბანში ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის რადიკალ–ისლამისტმა თავი მოკვეთა. მკვლელობა სკოლასთან ახლოს მოხდა. ადრე გაკვეთილებზე, რა დროსაც სიტყვის თავისუფლების თემა განიხილებოდა, მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურებს უჩვენებდა. მასწავლებელთან გამოთხოვების ცერემონიაზე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სიტყვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და კარიკატურებზე უარს არ იტყვის.

73
თემები:
მსოფლიო დღეს (2305)
დონალდ ტრამპი

„გააკეთეთ, რაც საჭიროა“: ტრამპმა GSA-ს რეკომენდაცია მისცა და ახალი პოსტი გამოაქვეყნა

9
(განახლებულია 09:47 24.11.2020)
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცედურების დაწყება დაუშვა, თუმცა არჩევნებში დამარცხება არ უღიარებია

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება მისცა გენერალური სერვისების სააგენტოს (GSA), „გააკეთოს რაც საჭიროა პირველადი პროტოკოლების თანახმად“ ჯოზეფ ბაიდენის მთავრობისთვის ხელისუფლების გადასაცემად.

მანამდე CNN–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ GSA–მ და მისმა ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ცნეს და მზად არიან ხელისუფლების გადაცემის დასაწყებად.

​„ჩვენი საქმე მყარად მიიწევს წინ, ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ბრძოლას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ! მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ემილი მერფიმ და მისმა გუნდმა გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა პირველადი პროტოკოლების თანახმად. იგივე ვუთხარი ჩემს გუნდსაც“, — დაწერა ტრამპმა Twitter–ზე.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური პროცედურების დაწყება დაუშვა, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი კვლავ არ ცნობს მარცხს საპრეზიდენო არჩევნებში.

მანამდე ჯო ბაიდენმა დაასახელა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე მოიაზრებს.

ასე მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტი შეიძლება ტონი ბლინკენმა დაიკავოს, გაეროში აშშ–ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა — ლინდა თომას-გრინფილდმა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი — ჯეიკ სალივანმა. შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელად მოიაზრება ალეხანდრო მაიორკასი, ხოლო ეროვნული დაზვერვის დირექტორად — ავრილ ჰეინსი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შესაძლოა კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენლის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ: აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა მისი საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჯო ბაიდენს უკვე მიღებული აქვს გამარჯვებისთვის საკმარისი ხმები ამომრჩეველთა კოლეგიისგან. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა გამარჯვება დემოკრატ კანდიდატს.   

ამასთან მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებს „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში ადანაშაულებს და მის შტაბს სასამართლოებში შეაქვს სარჩელები. როგორც ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი ირწმუნება, არჩევნების პროცესში დარღვევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა.

9
თემები:
მსოფლიო დღეს (2305)
ჯო ბაიდენი

ბაიდენმა ადმინისტრაციის დაკომპლექტება დაიწყო: დასახელდა კანდიდატები საკვანძო პოსტებზე

41
(განახლებულია 09:20 24.11.2020)
აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან პრინციპული ლიდერობა აღადგინონ

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაასახელა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში თავის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე მოიაზრებს.

ინფორმაცია ბაიდენის გეგმების შესახებ პოლიტიკოსის შტაბის Twitter-აკაუნტზე გამოქვეყნდა.

ასე, მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტი შეიძლება ტონი ბლინკენმა დაიკავოს, გაეროს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა - ლინდა თომას-გრინფილდმა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი - ჯეიკ სალივანმა. შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელად მოიაზრება ალეხანდრო მაიორკასი, ხოლო ეროვნული დაზვერვის დირექტორად - ავრილ ჰეინსი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შესაძლოა დაიკავოს კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენლის პოსტი.

განცხადებაში ხაზგასმულია: „აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო ;პოლიტიკას უხელმძღვანელებენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან აღადგინონ პრინციპული ლიდერობა მსოფლიო არენაზე და ღირსეული ლიდერობა ქვეყნის შიგნით“.

2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ამჟამად კერ კიდევ გრძელდება ხმების დათვლა და გარჩევები ამ საკითხზე. მედიის შეფასებით, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საჭირო ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა საკმარისი რაოდენობა მოიპოვა და მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუსწრო. დემოკრატმა თავი არჩეულ პრეზიდენტად უკვე გამოაცხადა. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენმა იჩქარა, როდესაც საკუთარ თავს ქვეყნის ახალი ლიდერი უწოდა.

41
თემები:
მსოფლიო დღეს (2305)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ნოემბერს

0
(განახლებულია 14:25 21.11.2020)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, მესხიშვილის, წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის და სართიჭალის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას, მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, აბულაძის, ერისთავის, ობსერვატორიის, ერევნის, ხივინის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, დედოფლისწყაროს და ახმეტის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს