მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია მინიმალური ხელფასის დადგენას მოითხოვს: გაცემულია დირექტივა

© REUTERS / Francois Lenoirევროკომისია
ევროკომისია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში მინიმალური ხელფასის დონე კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ადეკვატური მინიმალური ანაზღაურებით, რაც მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი დასაქმებული, ნათქვამია ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ დირექტივაში, რომელიც მის საიტზე ქვეყნდება.

შარლ მიშელი ბრიუსელის სამიტზე - Sputnik საქართველო
ტესტირების უნიფიცირებული სისტემა: რას მოითხოვს ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი

ბრიუსელში მიჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის ადეკვატურ დონეზე დადგენა არა მარტო დადებით სოციალურ ზემოქმედებას ახდენს, არამედ დიდი ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან ამცირებს სახელფასო უთანაბრობას, აძლიერებს მუშაობის სტიმულს და ხელს უწყობს შიდა მოთხოვნილების ზრდას.

გარდა ამისა, ადეკვატური მინიმალური ანაზღაურება ასევე შეამცირებს სხვაობას ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ვინაიდან ქალების მინიმალური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებისა.

ამასთან ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მათი წინადადება დაიცავს დამსაქმებლებსაც, ვინაიდან თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას ისინი პატიოსანი კონკურენციის საფუძველზე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირის წევრ 21 სახელმწიფოშია დადგენილი, ხოლო ექვსში (დანიაში, იტალიაში, კვიპროსზე, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში) მინიმალური ანაზღაურება კომპანიებთან შეთანხმებების საფუძველზე განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიაში ამბობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების ხელფასები საკმარისად არ შეესაბამება მინიმალური ანაზღაურების მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, კანონმდებლობით დაადგინონ მინიმალური ანაზღაურების დონე, აგრეთვე არ მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას მინიმალური ანაზღაურების ერთნაირი დონე ჰქონდეს.

ყველა ახალი ამბავი
0