მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: საყოველთაო კარანტინს კიდევ ერთი ქვეყანა აცხადებს

© AP Photo / Mosa'ab Elshamyკორონავირუსი - გრაფიტი კედელზე
კორონავირუსი - გრაფიტი კედელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და კრონავირუსის ეპიდემიის გამო ხელმეორედ დაწესებული კარანტინის პირობები გააცნო.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის ფონზე საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე თვითიზოლაციის რეჟიმი ცხადდება, რომელიც ძალაში 30 ოქტომბრიდან შევა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი ტელევიზიით მიმართვისას.

​„...მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარასკევიდან აუცილებელია თვითიზოლაციის რეჟიმის კვლავ შემოღება, რამაც ადრე ვირუსის შეჩერების შესაძლებლობა მოგვცა“, — თქვა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, კარანტინი 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა ამ პერიოდში არც სკოლები და დაწესებულებები დაიკეტება და არც მოხუცებულთა სახლებში ვიზიტები აიკრძალება.

რაც შეეხება არაძირითად ობიექტებს, როგორებიცაა ბარები და რესტორნები, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინის პერიოდში ისინი დაიხურება.

„ისევე, როგორც გაზაფხულზე, სახლებიდან გამოსვლას მხოლოდ იმისთვის შეძლებთ, რომ წახვიდეთ სამსახურში, ექიმთან თუ ახლობელთან, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, ასევე მაღაზიაში თუ სახლთან ახლოს სუფთა ჰაერზე სასეირნოდ“, — განმარტა საფრანგეთის ლიდერმა.

მისი თქმით, კარანტინის პერიოდში ასევე იკრძალება ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში მგზავრობა.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 1,2 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 35 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ინფიცირების ბოლო ანტირეკორდი ქვეყანაში 25 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღე-ღამეში 52 ათასი კაცი დავირუსდა.

ყველა ახალი ამბავი
0